12 აპრილს, World Vision საქართველომ პროექტის „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა“ გახსნის ღონისძიება გამართა, რომელიც საქართველოში ალტერნატიული ზრუნვის სისტემის გაძლიერებას და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებას ემსახურება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, World Vision საქართველოს მიერ, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
World Vision საქართველოსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრები ახალ ერთობლივ პროექტთან „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.
7 მარტს, გაიმართა ახალი პროექტის „ERTAD ოჯახების გაძლიერებისთვის“ ოფიციალური წარდგენა. პროექტი ერთობლივად ხორციელდება World Vision საქართველოს, World Vision გერმანიის, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის (DRC) და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
გაეცანით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობებს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ანგარიშებში.