World Vision საქართველო და "ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაცია" 2018 წლის ოქტომბრიდან ახორციელებენ ერთობლივ პროექტს - „განათლება უკეთესი მშობლობისთვის“, რომლის დასკვნით ეტაპზეც შემუშავდა კრებული.
პროექტი მიზნად ისახავდა მშობლების განათლებას, მათი ცნობიერების ამაღლებას და გაძლიერებას, ამიტომ, მის ფარგლებში თბილისსა და რამდენიმე რეგიონში (კახეთი, სამცხე ჯავახეთი, იმერეთი), 2000-ზე მეტ მშობელთან საჯარო ლექციები და დისკუსიები ჩატარდა.
World Vision საქართველოს ოფისი 2008 წლიდან საქართველოს სამ რეგიონში მუშაობს და საქმიანობის პროცესში ხშირად აწყდება მშობლების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობების ნაკლებობას. მშობლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის აღზრდასთან დაკავშირებული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციამ გადაწყვიტა სამიზნე რეგიონებში ჩაეტარებინა საჯარო ლექციები და ტრენინგები, რომლებიც მშობლებს დაეხმარება პოზიტიური აღზრდის მეთოდებით იხელმძღვანელონ ბავშვთან ურთიერთობისას.
მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური ზრუნვით, მნიშვნელოვანია, ბავშვის ემოციური მხარდაჭერა, მშობლის მხრიდან ჩართულობა ბავშვის კოგნიტურ განვითარებასა და განათლების მიღების პროცესში: სწორედ ამიტომ, მშობლებთან სამუშაო საკითხები სხვადასხვა სპეციალისტების დაკვირვების საფუძველზე შეირჩა და გამოიკვეთა, თუ რა საკითხებთან მიმართებაში აქვთ მშობლებს ყველაზე ხშირად კითხვები და რაში სჭირდებათ გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში ლექციები შემდეგ საკითხებს მოიცავდა:
გთხოვთ წიგნის გასაზიარებლად გამოიყენოთ worldvision.ge ვებ-გვერდის ბმული
{{reset.message}}