World Vision საქართველო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე აქტიურად მუშაობს 2013 წლიდან. ამ ეტაპზე ჩვენი ორგანიზაცია სამ დღის ცენტრსა და 24 საათიან თავშესაფარს მართავს, სადაც ყოველდღიურად საშუალოდ 100 ბავშვი იღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას:
საქართველო, თბილისი, 0102
ცენტრი N1, ა.ჩიქობავას #29
ცენტრი N2, გლდანი, 4მკ/რ, #109
032 215 15 15
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობითა და ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით, World Vision საქართველოს წარმომადგენლობამ გახსნა სამი დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრი (დღის ცენტრი და 24 სთ-იანი თავშესაფარი) მიუსაფარი ბავშვებისათვის (2 ცენტრი თბილისში და 1 ცენტრი ქუთაისში). 3 მობილური ჯგუფი ახორციელებს ბავშვების მოძიებას თბილისისა და ქუთაისის ქუჩებში, უწევს ადგილზე დახმარებას და უზრუნველყოფს ბავშვების მიმართვიანობას შესაბამის მომსახურებებში.
2014 წლიდან დღემდე მობილურმა ჯგუფებმა სხვადასხვა სახის მომსახურება გაუწიეს 600-მდე ბენეფიციარს. გაწეულ მომსახურებათა შორის იყო:
პირდაპირი დახმარების გარდა მულტიდისციპლინარული მობილური ჯგუფი ბენეფიციარებს უწევს კონსულტაციას სხვადასხვა მომსახურებების შესახებ და ახდენს მათ გადამისამართებას შესაბამის სერვისის მიმწოდებლებთან, როგორიცაა დღის ცენტრი და 24-საათიანი თავშესაფარი, სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.
{{reset.message}}