მიუსაფარ ბავშვებს სჭირდებათ შენი შემოწირულობა

თქვენი შემოწირულობით ყოველდღიურად 100-ზე მეტი ბავშვი იღებს საკვებს, განათლებას და მის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს.

კრებული - განათლება უკეთესი მშობლობისთვის

განათლება უკეთესი მშობლობისთვის - წიგნი რომელსაც ისურვებდით, თქვენს მშობლებსაც წაკითხული ჰქონოდათ.

გაიგე მეტი

სკოლები პანდემიის დროს 

პრაქტიკული გზამკვლევი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

გაიგე მეტი
ისტორიები
გაეცანით საინტერესო ისტორიებს ჩვენ პროგრამებში ჩართული ადამიანების შესახებ
ლელას ისტორია - სოციალური მუშაობა, როგორც ახალი პროფესია

ლელა გოგოლაძე ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სოციალური მუშაკია ბორჯომის მერიის მუნიციპალიტეტიდან, რომელმაც წარმატებით გაიარა ტრენინგები, რაც მას მოწყვლადი ბავშვების და ოჯახების საჭიროებების დადგენაში და მათთვის შესაბამისი სერვისების სრულფასოვნად გაწევაში ეხმარება.  „ყოველთვის მსურდა ისეთი ოჯახების და ბავშვების დახმარება, რომლებსაც არ ჰყავთ მხარდამჭერი გარემო, არ არიან ინტეგრირებული თემში და სჭირდებათ გაძლიერება. ეს არის პროფესია, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდების, საზოგადოების და სხვადასხვა ჯგუფის სოციალური ფუნქციონირების ამაღლებას; მათ რეალიზებას; საჭიროებების დაკმაყოფილებას; მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების გაძლიერებას, რათა სწორად წარიმართოს პატარების ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარება“, - ამბობს ლელა.


 

ბოლო სიახლე
გაიგეთ ყველაფერი პირველმა
22 ოქტომბერი
ნინოს ისტორია - გზა წარმატებისკენ

ნინო თელავის მუნიციპალიტეტის პატარა და ლამაზ სოფელ ბუშეტში ცხოვრობს მეუღლესთან, დედამთილთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად. წლების განმავლობაში მისი ყოველდღიურობა მხოლოდ საოჯახო საქმეებს უკავშირდებოდა. ოჯახი ეკონომიკურ სირთულეებს განიცდიდა, თუმცა რაც პროეტში "ერთად - ოჯახების გაძლიერებისთვის" ჩაერთო მისი ცხოვრება შეიცვალა. დღეს ნინოს ოჯახის წევრები დღეს უფრო მხიარულები, მოტივირებულები და აქტიურები არიან. მათ აქვთ საკუთარი წარმატებული ბიზნესი და მომავალს იმედიანად უყურებენ.

ვრცლად
08 ოქტომბერი
მკითხველთა კლუბების მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის

World Vision საქართველო წლებია მუშაობს ყრუ და სმენადაქვეითებულ, ასევე უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებთან, მათთვის ქმნის ინკლუზიურ საგანმანათლებლო და განმავითარებელ შესაძლებლობებს. ამ ინიციატივის ფარგლებში, World Vision საქართველომ თბილისისა და ქუთაისის სპეციალიზებულ სკოლებში დააფუძნა სამი მკითხველთა კლუბი — ორი კლუბი ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის (თბილისის №203 საჯარო სკოლასა და ქუთაისის №45 საჯარო სკოლაში) და ერთი კლუბი უსინათლო ბავშვებისთვის (თბილისის №202 საჯარო სკოლაში). აღნიშნული კლუბები იქცა უსაფრთხო და მოტივაციურ სივრცეებად, სადაც ბავშვები რეგულარულად იკრიბებიან, კითხულობენ, მსჯელობენ და საკუთარ იდეებს ჟესტური ენისა და ბრაილის საშუალებით წარმოადგენენ.

ვრცლად
23 სექტემბერი
ვრცლად
სტატისტიკა
ჩვენი საქმიანობების მიმდინარე სტატისტიკა
6000
ბენეფიციარი ბავშვი
4
დღისა და ღამის თავშესაფარი
1000
გადამზადებული აღმზრდელი
2000
გადამზადებული მშობელი
ანგარიშები
იხილეთ ბოლო ანგარიშები
ანგარიშები

გაეცანით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობებს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ანგარიშებში.

ვრცლად