მიუსაფარ ბავშვებს სჭირდებათ შენი შემოწირულობა

თქვენი შემოწირულობით ყოველდღიურად 100-ზე მეტი ბავშვი იღებს საკვებს, განათლებას და მის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს.

კრებული - განათლება უკეთესი მშობლობისთვის

განათლება უკეთესი მშობლობისთვის - წიგნი რომელსაც ისურვებდით, თქვენს მშობლებსაც წაკითხული ჰქონოდათ.

გაიგე მეტი

სკოლები პანდემიის დროს 

პრაქტიკული გზამკვლევი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

გაიგე მეტი
ისტორიები
გაეცანით საინტერესო ისტორიებს ჩვენ პროგრამებში ჩართული ადამიანების შესახებ
ლელას ისტორია - სოციალური მუშაობა, როგორც ახალი პროფესია

ლელა გოგოლაძე ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სოციალური მუშაკია ბორჯომის მერიის მუნიციპალიტეტიდან, რომელმაც წარმატებით გაიარა ტრენინგები, რაც მას მოწყვლადი ბავშვების და ოჯახების საჭიროებების დადგენაში და მათთვის შესაბამისი სერვისების სრულფასოვნად გაწევაში ეხმარება.  „ყოველთვის მსურდა ისეთი ოჯახების და ბავშვების დახმარება, რომლებსაც არ ჰყავთ მხარდამჭერი გარემო, არ არიან ინტეგრირებული თემში და სჭირდებათ გაძლიერება. ეს არის პროფესია, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდების, საზოგადოების და სხვადასხვა ჯგუფის სოციალური ფუნქციონირების ამაღლებას; მათ რეალიზებას; საჭიროებების დაკმაყოფილებას; მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების გაძლიერებას, რათა სწორად წარიმართოს პატარების ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარება“, - ამბობს ლელა.


 

ბოლო სიახლე
გაიგეთ ყველაფერი პირველმა
01 აგვისტო
ახალგაზრდული სახლი - სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული ახალგაზრდების მხარდასაჭერად

World Vision საქართველო წლებია თანამშრომლობს ახალგაზრდულ სახლთან, რომელიც სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-23 წლის ახალგაზრდების მხარდაჭერას ემსახურება. ახალგაზრდულ სახლში ისინი ცხოვრობენ, ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიასა და ხელობას, იძენენ სასიცოცხლო და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს.

ვრცლად
25 ივნისი
ვაჟას ისტორია - ახალგაზრდა მეწარმე იმერეთიდან

გაიცანით ვაჟა – სოციალური მეწარმე, რომლის ისტორიაც გვიჩვენებს, როგორ შეუძლია ადამიანს შესაძლებლობების სწორად გამოყენებით საკუთარი ცხოვრება შეცვალოს. ვაჟა ქუთაისში გაიზარდა – ქალაქში, სადაც ოჯახისა და მეზობლების თანადგომა ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილი იყო. დღეს უკვე, ის თავისი რეგიონისთვის ქმნის მნიშვნელოვან სივრცეს განვითარების და წინსვლისთვის. ვაჟას მიერ დაარსებული სივრცე – „ცოდნის ოდა“ – უნიკალური და შთამაგონებელი ადგილია ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი სწავლობენ, იზრდება მათი თვითშეფასება და იძენენ იმ უნარებს, რაც მათ დამოუკიდებელი და წარმატებული მომავლისთვის სჭირდებათ.

ვრცლად
20 ივნისი
20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა

ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ლტოლვილთა ღირსებას, მათ სიძლიერესა და გამძლეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ვრცლად
სტატისტიკა
ჩვენი საქმიანობების მიმდინარე სტატისტიკა
6000
ბენეფიციარი ბავშვი
4
დღისა და ღამის თავშესაფარი
1000
გადამზადებული აღმზრდელი
2000
გადამზადებული მშობელი
ანგარიშები
იხილეთ ბოლო ანგარიშები
ანგარიშები

გაეცანით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობებს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ანგარიშებში.

ვრცლად