ახალგაზრდული სახლი - სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული ახალგაზრდების მხარდასაჭერად
01 აგვისტო

World Vision საქართველო წლებია თანამშრომლობს ახალგაზრდულ სახლთან, რომელიც სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-23 წლის ახალგაზრდების მხარდაჭერას ემსახურება. ახალგაზრდულ სახლში ისინი ცხოვრობენ, ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიასა და ხელობას, იძენენ სასიცოცხლო და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს. ახალგაზრდული სახლი შეიქმნა საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, World Vision საქართველოსა და სხვა პარტნიორი მხარეების ადვოკატირების შედეგად. დღეს ეს სივრცე ბევრ ახალგაზრდას აძლევს შანსს მიიღოს განათლება, პროფესია და თავდაჯერებულად დაიწყოს დამოუკიდებელი ცხოვრება.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო.