20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა
20 ივნისი

ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ლტოლვილთა ღირსებას, მათ სიძლიერესა და გამძლეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეულ ბავშვსა და ოჯახს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლ-კარი მიეტოვებინათ უსაფრთხოებისა და მშვიდობის ძიებაში. 

დღემდე, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ 22,847 პირს მათ შორის 15,080 ბავშვს გავუწიეთ მხარდაჭერა. 

ერთად, ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნოთ მათ იმედი და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა ადამიანი დაცულია, დაფასებულია და ჩართული საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში.