World Vision საქართველოსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრები ახალ ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. საკოორდინაციო შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.
პროექტი „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ მიზანია COVID-19-ით დაზარალებული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერება საქართველოში.
პროექტის მთავარი მიმართულებებია:
🟨პროექტი გრძელდება 18 თვე და მოიცავს 5 სამიზნე რეგიონის 15 მუნიციპალიტეტს: თბილისი (ყველა რაიონი); იმერეთი (ქუთაისი, ზესტაფონი, ბაღდათი), კახეთი (თელავი, გურჯაანი, ყვარელი), სამცხე-ჯავახეთი (ადიგენი, ახალციხე, ბორჯომი), აჭარა (ბათუმი).