World Vision საქართველოს დირექტორი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
05 სექტემბერი

World Vision საქართველოს დირექტორი ეკა გურგენიძე ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს შეხვდა. 
შეხვედრა მიზნად ისახავდა აჭარის რეგიონში, მცხოვრები უკრაინელი ბავშვების და ოჯახების მხარდაჭერას როგორც განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასევე საგანმანათლებლო ინსტიტუციების გაძლიერების მიმართულებით.

სამინისტროსთან ერთად გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები: სასწავლო პროცესის წარმართვა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა გაძლიერება, მათ ფსიქო-სოციალურ დახმარება, ასევე მოსწავლეების და მათი ოჯახების გაძლიერების სხვა შესაძლებლობები. 

World Vision, კრიზისზე რეაგირების გლობალური პროგრამის ფარგლებში, უწყვეტად ახორციელებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერ ღონისძიებებს საქართველოში, Aktion Deutschland Hilft (ADH) და UNHCR-ის ფინანსური მხარდაჭერით. 
დღემდე, 2000-ზე მეტმა უკრაინელმა ისარგებლა World Vision საქართველოს სხვადასხვა მომსახურებით და მომავალში 6000-ზე მეტი უკრაინელი მოქალაქის მხარდაჭერას გეგმავს.