World Vision საქართველო უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად
22 მარტი

უკრაინაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე მილიონობით უკრაინელი ცდილობს საზღვრების დატოვებას და უსაფრთხო გარემოს მოძებნას. ევროპული სახელმწიფოები, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად, თავშესაფრითა და ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფენ უკრაინელ ლტოლვილებს. World Vision გლობალური პროგრამის ფარგლებში აქტიურად ახორციელებს  უკრაინის კრიზისის საპასუხო ქმედებებს რუმინეთში, მოლდოვაში, პოლონეთში, უშუალოდ უკრაინაში და ასევე საქართველოში. 

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა პოლონეთმა, ხოლო 160 000-ზე მეტი მოლდოვამ და რუმინეთმა ერთად. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები და მათი მშობლები იყვნენ დაცულნი კონფლიქტისგან. უკრაინის 7.5 მილიონი ბავშვი ცხოვრობს. მათი ოჯახების უმეტესობა ცდილობს საზღვრების დატოვებას და უსაფრთხო გარემოს მოძებნას. ამ პროცესში ხშირია ოჯახების განცალკევება, რაც კიდევ უფრო ზრდის ძალადობის, უგულებელყოფისა თუ ექსპლუატაციის რისკს.

ვითარება სულ უფრო უარესდება, რაც ზრდის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებებს. საკვების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიღმაა, ასევე უმნიშვნელოვანესია სამედიცინო და ჰიგიენური  დახმარების აღმოჩენა,  უსაფრთხო და დაცული თავშესაფრის უზრუნველყოფა, რასაც World Vision საზღვარზე რუმინეთის გუნდის დახმარებით ახორციელებს ამ ეტაპზე. 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, ისევე როგორც დანარჩენი ცივილიზებული სამყარო, ჩათულია უკრაინის კრიზისის საპასუხო აქტივობებში. World Vision საქართველოს გუნდმა ომის დაწყებისთანავე სასწრაფო რეჟიმში მოიპოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ინფორმაცია საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ვიზიტორებზე. არაოფიციალური ინფორმაციით, 4500-მდე უკრაინელი იმყოფება საქართველოში, რომლებიც ტურისტული მიზნებით შემოვიდნენ ქვეყანაში ომამდე რამდენიმე კვირით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ ესაზღვრება უკრაინას, არსებობს ვარაუდი, რომ კიდევ უფრო მეტი უკრაინელი შემოვა ქვეყანაში თავშესაფრის ძიების მიზნით, შესაბამისად  World Vision საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ისევე როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან იმისათვის, რომ დროულად აღმოუჩინოს დახმარება ლტოლვილ უკრაინელებს. შემუშავების პროცესშია ეფექტური მექანიზმი, რათა გაუადვილდეთ ლტოლვილებს დახმარების სისტემასთან წვდომა, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, მედიკამენტებით მომარაგებას, საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფას. 

  • ამ ეტაპზე ყოველკვირეული ფსიქოსოციალური და საგანმანათლებლო დახმარება უტარდება 50 ბავშვს, რომლებიც საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდნენ და ამ დრომდე ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.
  • მობილიზებულია 39 ფსიქოლოგისგან, თერაპევტისგან და სოციალური მუშაკებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც დამატებით დახმარებას გაუწევენ ბავშვებს და ზრდასრულებს მომდევნო თვეებში.
  • 250-ზე მეტ დაზარალებულ ადამიანს გადაეცათ ტანსაცმლის, კვება/ჰიგიენის, მედიკამენტების ვაუჩერები, იმისათვის, რომ მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლონ. 

World Vision ახორციელებს გლობალური დონაციას, სადაც 20-მდე ოფისია ჩართული და ბოლო მონაცემებით $34 მილიონი დოლარია შეგროვებული უკრაინის დასახმარებლად.