World Vision საქართველოს მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტებისთვის სკოლამდელი დაწესებულებების გარე მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტი შემუშავდა
21 თებერვალი

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა World Vision საქართველოს მხარდაჭერით და თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებთან პარტნიორობით სკოლამდელი დაწესებულებების გარე მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტი შეიმუშავა, რომელიც 18-20 თებერვალს სამუშაო შეხვედრაზე მერიების, საკრებულოებისა და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებების წარმომადგენლებს წარუდგინა.

World Vision საქართველო კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებთან და ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ახორციელებს პროგრამებს ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების მიმართულებით. 

სწორედ აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, შეიქმნა სკოლამდელი დაწესებულებების გარე მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც  საქართველოს კანონის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საკრებულოების დადგენილებების საფუძველზე შემუშავდა. 

ინსტრუმენტი მიზნად ისახავს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებას ბავშვზე ორიენტირებული მომსახურებების გასაუმჯობესებლად, სკოლამდელ დაწესებულებაში არსებული ზოგადი მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას სკოლამდელი დაწესებულებების მხარდასაჭერად. 

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს  მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და სკოლამდელი დაწესებულებების შეფასების პროცესის განსახორციელებლად საჭირო სამომავლო გეგმები დასახეს.


 „ბავშვის  ადრეული და  სკოლამდელი    განათლება და  განვითარება,   ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის  პრიორიტეტია. სკოლამდელი დაწესებულებებისთვის მონიტორინგის და  შეფასების  ინსტრუმენტის შექმნა შესაძლებლობას მოგვცემს სტრუქტურულად შევაფასოთ სკოლამდელი დაწესებულებები და არსებული საჭიროებების მიხედვით დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს როგორც სერვისების განვითარებას, ასევე ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას თითოეული ბავშვისთვის,“ - აღნიშნა შეხვედრაზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა. 


„კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი  2008  წლიდან მუშაობს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით.   ამ ასაკში  ბავშვის განვითარების  მიზნის მისაღწევად, აუცილებელია შედეგების წინასწარ  განსაზღვრა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება.  კანონის იმპლემენტაციისთვის კი  უმთავრესია,  რომ  მუნიციპალიტეტებში არსებობდეს  შიდა  და გარე შეფასებისა და  მონიტორინგის   ინსტრუმენტი. მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე არსებობს შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ერთად ვიზრუნოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლებასა და განვითარებაზე რეგიონებში,“ - ნანა ათუაშვილი, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის დირექტორი.

20 წელზე მეტია, რაც World Vision საქართველო მუშაობს ბავშთა დაცვისა და კეთილდღეობის მიმართულებით და უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული სერვისების შემუშავებასა და ხელმისაწვდმობის გაზრდას.  ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს მრავალფეროვან პროგრამებს ბავშვის ადრეულ ასაკში განათლებასა და განვითარების მიმართულებით და უზრუნველყოფს  სკოლამდელი დაწესებულებების მხარდაჭერას შესაძლებლობების გაძლიერებით, ინფრასტრუქტურული პროექტებით, მატერიალური და საგანმანათლებლო რესურსით. დღემდე 55-ზე მეტი სკოლამდელი დაწესებულება და 1000-ზე მეტი მშობელი თუ აღმზრდელია ჩართული World Vision საქართველოს პროგრამებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი: https://www.facebook.com/WorldVisionInGeorgia; https://www.facebook.com/KakhetiADC