World Vision საქართველო ევროპის იმუნიზაციის კვირეულს შეუერთდა
28 აპრილი

World Vision საქართველო ევროპის იმუნიზაციის კვირეულს უერთდება  და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად იწყებს საგანმანათლებლო შეხვედრათა ციკლს იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ. 


World Vision საქართველოსა და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ორგანიზებით, დღეს  პირველი შეხვედრა სკოლებისა და ბაღების წარმომადგენლებისათვის თელავში, სასტუმროში „Holiday Inn”, გაიმართა.

შეხვედრების ციკლი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმუნიზაციისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.


საგანმანათლებლო შეხვედრებს ატარებენ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც შეხვედრის მონაწილეებს აწვდიან უახლეს ინფორმაციას შემდეგ თემებზე: 

  • COVID-19 პანდემიის სტატუსი და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის მსოფლიო გამოცდილება;
  • ვაქცინაციის ისტორია და ვაქცინაციის როლი კოვიდის პანდემიის შეჩერებაში;
  • ვაქცინაციის დანერგვის გამოწვევები და კოვიდ-ვაქცინების მიმღებლობა - მსოფლიო და საქართელოს მონაცემები;

მსმენელებს აქვთ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები და მიიღონ კომპეტენტური პასუხები, როგორც ზოგადად, იმუნიზაციასთან დაკავშირებით, ასევე COVID-19-ის საწინაამღდეგო ვაქცინაციის შესახებ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და World Vision საქართველო ამ შეხვედრათა ციკლის ინიცირებით, რომელიც თელავიდან აიღებს სტარტს და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებსაც დაფარავს, იწყებს სტრატეგიულ თანამშრომლობას.


#ევროპისიმუნიზაციისკვირეული