ევროკავშირის ჯილდო World Vision-ს ახალგაზრდული ინიციატივების საუკეთესო განხორციელებისთვის
05 აპრილი

World Vision- მა EU4Youth- ის საპატიო ჯილდო მიიღო კატეგორიაში "ახალგაზრდული ინიციატივების ბრწყინვალედ მხარდაჭერა“  პროექტის  „კომპეტენციები დასაქმებისთვის“ საუკეთესოდ განხორციელებისათვის.

დაჯილდოების ცერემონიალი  EU4Youth ახალგაზრდული დღეების ფარგლებში მოეწყო და ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ჩვენი ორგანიზაცია გამოხატავს მადლიერებას ევროკავშირის მიმართ. ჩვენთვის დიდი პატივია ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში მონაწილეობა და მათთან ერთად ახალგაზრდობის გაძლიერებაზე მუშაობა. 

World Vision საქართველო 2018 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ,,კომპეტენციები დასაქმებისთვის’’, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ხელშეწყობას დასაქმებისთვის საჭირო უნარების შეძენაში. პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ახალგაზრდული SKYE კლუბები. სადაც 16 დან 25 წლამდე ახალგაზრდები იმაღლებენ კომპეტენციებს ლიდერობის, სოციალური ჩართულობის, მეწარმეობის და დასაქმების მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონში 16 SKYE კლუბია ჩამოყალიბებული.