ლტოლვილი ახალგაზრდების გაძლიერება საქართველოში
19 ივნისი

World Vision საქართველო მხარს უჭერს ლტოლვილებს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ადგილობრივი ორგანიზაციები, მათი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.

გაიცანით აბდი და აჰმედი — მეგობრები და ლტოლვილები, რომლებმაც პირველებმა დააარსეს საქართველოში ადგილობრივი ორგანიზაცია Echo of Diversity.

მათი საქმიანობა ეხმარება სხვა ლტოლვილებს საზოგადოებაში ინტეგრაციასა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში. ისინი ახალგაზრდებთან ატარებენ სესიებს, ქმნიან ვიდეოებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ტრანსპორტის გამოყენება, საყიდლები და სხვა ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები. ისინი ახალგაზრდებთან ატარებენ შეხვედრებს და ხელს უწყობენ გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მათივე თემებში.

ლტოლვილთა ორგანიზაციების გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პროექტისა „თემის მობილიზაცია და ჩართულობა“, რომელსაც World Vision საქართველო UNHCR-ის მხარდაჭერით ახორციელებს.