World Vision საქართველომ ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების მიმართულებისა და კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა გზამკვლევი - ,,ბულინგის პრევენცია ადრეული ასაკიდან’’.
„ბულინგის პრევენცია ადრეული ასაკიდან“ არის სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ პირველ მცდელობას, სკოლამდელ დაწესებულებებს შესთავაზოს ბულინგის პრევენციასა და ინტერვენციასთან დაკავშირებული ხედვა და კონკრეტული სტრატეგიები სოციალურ- ემოციურად კომპეტენტური და მედეგი ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის.
სახელმძღვანელოს მიზანია სკოლამდელ დაწესებულებებში ბულინგისგან თავისუფალი გარემოს შექმნა, ბავშვების განვითარების პროცესში ისეთი მიდგომების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვებში სოციალურ-ემოციური კომპეტენციებისა და მედეგობის განვითარებას. ადრეული განათლების სპეციალისტებს სტრატეგიების დეტალური გამოყენების საშუალებით ის აძლევს კონკრეტულ მიმართულებებს, - როგორ მიაღწიონ აღნიშნულ ძირითად მიზანს. ადრეულ განათლებაში გამოყენებული მსგავსი მიდგომები წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ბავშვები მომავალში ეფექტურად გაუმკლავდნენ ძალადობასა და ბულინგთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
სახელმძღვანლო მოიცავ შემდეგ საკითხებს:
{{reset.message}}