World Vision საქართველო: აზრის გამოხატვა და მონაწილეობა ბავშვისა და ახალგაზრდების ფუნდამენტური უფლებებია.
06 დეკემბერი

აზრის გამოხატვა და მონაწილეობა ბავშვისა და ახალგაზრდების ფუნდამენტური უფლებებია. 

World Vision საქართველო, როგორც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, მხარს უჭერს ბავშვებისა და ახალგაზრდების ფუნდამენტურ უფლებას მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათი უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გათვალისწინებით.

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის და საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის ძირითადი პრინციპიც სწორედ ამას განსაზღვრავს. კოვენცია ხაზს უსვამს, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქვთ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და დემონსტრაციების დროს არასრულწლოვანთა მიმართ ძალის გამოყენება მიუღებელია და მათი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. 

ბავშვები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა შევქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც მათი ფუნდამენტური უფლებები იქნება დაცული.