Wolrd Vision საქართველომ მუნიციპალიტეტების სოციალური მუშაკების, მონიტორინგის სამსახურისა და განყოფილების უფროსებისთვის ჩაატარა ბავშვთა დაცვისა და პრევენციული პროგრამების ტრენინგები. პროექტის „საქართველოში ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების ხელშეწყობა“ ფარგლებში სულ 6 ტრენინგი ჩატარდა და 163 მონაწილე მოიცვა შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან: ყვარელი, ახმეტა, თელავი, გურჯაანი, თბილისი, ბორჯომი, ქუთაისი, წყალტუბო, ხარაგაული, ზესტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი, ხულო, ქედა, შუახევი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ბათუმი. სატრენინგო პროგრამის მეშვეობით სპეციალისტებმა კომპეტენციები აიმაღლეს ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებში, რაც მათ თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ. სესიებს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტ კონსულტანტები: ეთერ ცხაკაია და ეკა სანებლიძე. პროექტი ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.
{{reset.message}}