გაეცანით მოკლე ისტორიებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ცხოვრებიდან. ისტორიებში არ არის შეცვლილი თხრობის სტილი, მანერა და ლექსიკა რომელსაც ბავშვები იყენებდნენ თხრობისას. კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით ისტორიებში შეცვლილია ბავშვის სახელი.
ლელა გოგოლაძე ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სოციალური მუშაკია ბორჯომის მერიის მუნიციპალიტეტიდან, რომელმაც წარმატებით გაიარა ტრენინგები, რაც მას მოწყვლადი ბავშვების და ოჯახების საჭიროებების დადგენაში და მათთვის შესაბამისი სერვისების სრულფასოვნად გაწევაში ეხმარება. „ყოველთვის მსურდა ისეთი ოჯახების და ბავშვების დახმარება, რომლებსაც არ ჰყავთ მხარდამჭერი გარემო, არ არიან ინტეგრირებული თემში და სჭირდებათ გაძლიერება. ეს არის პროფესია, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდების, საზოგადოების და სხვადასხვა ჯგუფის სოციალური ფუნქციონირების ამაღლებას; მათ რეალიზებას; საჭიროებების დაკმაყოფილებას; მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების გაძლიერებას, რათა სწორად წარიმართოს პატარების ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარება“, - ამბობს ლელა.
ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების მიზნით, World Vision საქართველო სოციალური მუშაკებისთვის ატარებს ბავშვთა დაცვისა და პრევენციული პროგრამების ტრენინგებს. სასწავლო კურსი ტარდება პროექტის "ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ტრენინგების მიზანია მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზე სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა, რაც მათი ეფექტური და კოორდინირებული მუშაობისთვის აუცილებელია. ინიციატივის ფარგლებში, დღემდე 313 სოციალური მუშაკი, ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილების თანამშრომელი და ფსიქოლოგი გადამზადდა სხვადასხვა რეგიონიდან.
ლელა გოგოლაძე ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სოციალური მუშაკია ბორჯომის მერიის მუნიციპალიტეტიდან, რომელმაც წარმატებით გაიარა ტრენინგები, რაც მას მოწყვლადი ბავშვების და ოჯახების საჭიროებების დადგენაში და მათთვის შესაბამისი სერვისების სრულფასოვნად გაწევაში ეხმარება.
„პროფესიით ვარ იურისტი, წლების წინ ვმუშაობდი ადვოკატად, შესაბამისად, ბევრ საქმესთან მქონდა შეხება, მათ შორის ოჯახურ დავებთან. ასეთ საქმეებში ყოველთვის მაღელვებდა ბავშვების ბედი. სასამართლო პროცესებზე დასწრებისას დავრწმუნდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების ჩართულობა და მათი დასკვნა საქმისთვის. ასევე ვმუშაობდი სოციალური მომსახურების სააგენტოში, სადაც უფრო მეტი შევიტყვე სოციალური მუშაობის შესახებ. ასე გაღვივდა ჩემში ინტერესი ახალი საქმის მიმართ“, აღნიშნავს ლელა გოგოლაძე, საკუთარი გამოცდილების გაზიარებისას.
როგორც ლელა ამბობს, როდესაც ის მერიის თანამშრომელი გახდა და შეიტყო სოციალური მუშაკის ვაკანსიის შესახებ, მანდ გადაწყვიტა ახალი პროფესიის შესწავლა.
„ახალ საქმეს სრულფასოვნად რომ დავუფლებოდი, დავიწყე სოციალური მუშაკის სერტიფიცირების კურსის გავლა. ჩემთვის იმდენად საინტერესო იყო აღნიშნულ სფეროში მუშაობა, რომ დღეს უკვე პროფესიად იქცა და დიდ სიამოვნებას მანიჭებს“, - ამბობს ლელა.
მისი თქმით, ახალი პროფესიის ათვისების სურვილი წარსულში მიღებულმა გამოცდილებამ და დიდმა ინტერესმა განაპირობა.
„ყოველთვის მსურდა ისეთი ოჯახების და ბავშვების დახმარება, რომლებსაც არ ჰყავთ მხარდამჭერი გარემო, არ არიან ინტეგრირებული თემში და სჭირდებათ გაძლიერება. ეს არის პროფესია, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდების, საზოგადოების და სხვადასხვა ჯგუფის სოციალური ფუნქციონირების ამაღლებას; მათ რეალიზებას; საჭიროებების დაკმაყოფილებას; მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების გაძლიერებას, რათა სწორად წარიმართოს პატარების ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარება“, - განმარტავს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, რომლის თქმით, აღნიშნული პროფესია საკვანძო როლს თამაშობს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
დღეს ლელა უკვე შემდგარი სოციალური მუშაკია, რომელიც თავის საქმეს დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ეკიდება. მას მიაჩნია, რომ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები მნიშვნელოვანია მისთვის და მისი კოლეგებისთვის, რადგან სფეროს წარმომადგენლები ღირებულ ცოდნას იძენენ უწყებათაშორისი კოორდინაციის საკითხებზე, მოწყვლადი ბავშვებისა და ოჯახების იდენტიფიცირებისა და შეფასების მეთოდებზე.
„დღეს მე რომ სოციალური მუშაკი მქვია სწორედ იმ ტრენინგების და შეხვედრების დამსახურებაა, რომელსაც გვთავაზობს Word Vision საქართველოს გუნდი. თითოეული ტრენინგი ახლის მომცემია ჩემი საქმიანობისათვის და წინ გადადგმული ნაბიჯია პროფესიული განვითარების გზაზე.“
მაშა 12 წლის გოგონაა ქ.ზაპორიჟიიდან (უკრაინა), რომელიც უკვე თითქმის ოთხი თვეა საქართველოში ცხოვრობს. მაშა საქართველოში ზამთრის არდადეგებზე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად თებერვალში ჩამოვიდა, თუმცა სამშობლოში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოში დარჩენა მოუწია. World Vision, საქართველოში მყოფ უკრაინელ ბავშვებს, კრიზისის პირველივე დღიდან ეხმარება. დღემდე 1424 ადამიანმა, მათ შორის 523 ბავშვმა, ისარგებლა World Vision საქართველოს უკრაინის კრიზისზე რეაგირების პროგრამით საქართველოში.
მაშა 12 წლის გოგონაა ქ.ზაპოროჟიიდან (უკრაინა), რომელიც უკვე თითქმის ოთხი თვეა საქართველოში ცხოვრობს. მაშა საქართველოში ზამთრის არდადეგებზე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად თებერვალში ჩამოვიდა, თუმცა სამშობლოში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოში დარჩენა მოუწია.
„თავიდან ძალიან მოსაწყენი იყო ყველაფერი. მთელი დღეები სასტუმროში ვისხედით და ყველას სამშობლო გვენატრებოდა. დაბნეულები სულ ტელეფონებს ვამოწმებდით, მაგრამ ერთ დღეს World Vision საქართველოს გუნდი გვესტუმრა მუსიკალური ინსტრუმენტებით და უცებ ყველაფერი შეიცვალა; მუსიკა, ცეკვა, თამაში… სულ მალე მათთან ერთად სახალისო აქტივობებში ჩავერთეთ და წამით ყველაფერი დაგვავიწყდა “.
World Vision, საქართველოში მყოფ უკრაინელ ბავშვებს, კრიზისის პირველივე დღიდან ეხმარება. გამოცდილი ფსიქოლოგები და თერაპევტები მუსიკათერაპიის საშუალებით ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას უწევენ ბავშვებს, ხოლო ოჯახებს ფულადი ვაუჩერებით ეხმარებიან, რომლის გამოყენება საკვების, მედიკამენტების, ტანსაცმლისა და სხვა საჭიროებებისთვისაა შესაძლებელი.
უკრაინელი მშობლები ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ბავშვებისთვის განათლებაზე შეზღუდული წვდომა იყო. ამაზე ხშირად საუბრობდნენ World Vision საქართველოს გუნდთან და მხარდაჭერას ითხოვდნენ. ამასობაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინელი ბავშვების საჯარო და კერძო სკოლებში ჩარიცხვის პროცესის გამარტივების შესახებ. World Vision საქართველო აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ბიუროკრატიულ პროცესში, რათა ბავშვებს დახმარებოდა სკოლაში ჩარიცხვის პროცესში. დღემდე, World Vision-ის მხარდაჭერით 70-ზე მეტმა ბავშვმა შეძლო სწავლის გაგრძელება საქართველოს სკოლებში.
მაშას ახალ რეალობაში მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ახალ სკოლასთან, ახალ კლასელებთან შეგუება და ადაპტაცია. ამჟამად, ის სწავლობს სკოლაში, სადაც გაკვეთილები რუსულ ენაზე ტარდება და ენობრივი ბარიერი პრობლემაც აღმოფხვრილია.
მისი მასწავლებელი იხსენებს: „თავიდან მაშა მორცხვი და თავშეკავებული იყო, მაგრამ ახლა მუდამ ღიმილიანი დადის, თანაკლასელებს და მასწავლებლებსაც ძალიან შეუყვარდათ “.
მაშას საყვარელი საგნები ბიოლოგია და სპორტია, ასევე მოსწონს ქართული ენაც, რაც ეხმარება მას ახალ კლასელებთან კომუნიკაციასა ურთიერთობაში. ყოველდღე, მაშა თავის უკრაინელ მეგობრებთან ერთად ავტობუსში ჯდება და სკოლაში მიდის. ეს ბავშვები მასთან ერთად იმავე სასტუმროში ცხოვრობენ. მაშა ძალიან აქტიურია, ის ყოველ კვირას World Vision საქართველოს მიერ ორგანიზებულ სოციალურ და სპორტულ აქტივობებში ერთვება და ძალიან მოსწონს. მთლიანობაში, მაშა კმაყოფილია World Vision საქართველოს მიერ გაწეული დახმარებით, მან დადებითად შეაფასა ჩვენი ორგანიზაციის სერვისები და მხარდაჭერა.
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მაშა დიდი სიხარულით ელის ზაფხულის არდადეგებს და იმედი აქვს, რომ ის და მისი უკრაინელი მეგობრები შეძლებენ არდადეგების ზღვაზე გატარებას.
შეგახსენებთ, რომ დღემდე 1424 ადამიანმა, მათ შორის 523 ბავშვმა, ისარგებლა World Vision საქართველოს უკრაინის კრიზისზე რეაგირების პროგრამით საქართველოში.
ავღანელი ბიჭის ისტორია, რომელიც ირანში დაიბადა, აზერბაიჯანში გაიზარდა და დღეს საქართველოში იბრძვის საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის. 20 წლის ახალგაზრდა საიდ იუსიფმა ბავშვობის ნახევარი ირანში გაატარა, ავღანური წარმომავლობის გამო მას მრავალი გამოწვევის დაძლევა მოუწია. 7 წლის ასაკში საიდს არალეგალურად მოუწია მუშაობა ავეჯის ქარხანაში, რომ დედას ფინანსურად დახმარებოდა. 2017 წელს მისმა ოჯახმა საქართველოში ჩამოსვლა და ახალი ცხოვრების დაწყება სცადა. აქ მათ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატიდან (UNHCR) დაუკავშირდნენ და World Vision საქართველოსთან ერთად სხვადასხვა სახის მხცარდაჭერა შესთავაზეს.
ახლა საიდი ერთ-ერთ ცნობილ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე და აგრძელებს ცხოვრებას საქართველოში.
World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ხელს უწყობს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული და ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების კომპეტენციების განვითარებას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებას სხვადასხვა ინიციატივების საშუალებით.
16 წლის მაია ორი წელია, რაც მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს. ის თანატოლებთან ერთად ახალგაზრდულ კლუბში დარეგისტრირდა და კონკურსშიც გაიმარჯვა. გარდა პიროვნული განვითარებისა, ჩვენი ორგანიზაცია მაიას პროფესიული ზრდისა და უნარების გაუმჯობესების მიმართულებითაც დაეხმარა, შეასწავლა ჭრა-კერვა და საჭირო ინვენტარი გადასცა. მან პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა მიზნისკენ, შემდეგი კი პროფესიული განათლების მიღება იქნება. მაია წელს თელავის პროფესიულ სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს აბარებს და მზადაა საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ხელს უწყობს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული და ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების კომპეტენციების განვითარებას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებას სხვადასხვა ინიციატივების საშუალებით.
მიმდინარე წელს, ბავშვთა დაცვის მიმართულებით მთავარი აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდების სამეწარმეო, კომუნიკაციების და მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებაზე, ასევე პროფესიული ზრდის ხელშეწყობასა და მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სახელმწიფო ზრუნვაში და ზრუნვიდან გასულ 10-მდე ახალგაზრდა დაესწრო საინფორმაციო სესიებს მცირე მეწარმეობაზე, ინოვაციებსა და წარმატებულ სტარტაპებზე, შეისწავლა პროექტებისა და ბიზნეს გეგმის წერა და მართვა. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთო World Vision საქართველოს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსში. წარმოდგენილი საპროექტო იდეების საფუძველზე, სამმა ახალგაზრდამ მოიპოვა დაფინანსება, რომელთაგან ორი მინდობით აღზრდაში, ხოლო ერთი მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს.
მაია კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია, რომელიც უკვე 16 წლის არის და ორი წელია რაც მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს. თელავში გადმოსვლის შემდეგ, სხვა მოზარდებთან ერთად ახალგაზრდულ კლუბში დარეგისტრირდა.
„თავდაპირველად, ორგანიზაციის შესახებ იმ ბავშვებისგან გავიგე ვისთან ერთადაც ამჟამად ვცხოვრობ თელავში. ბევრი კარგი მესმოდა თანატოლების მხრიდან კლუბის შესახებ. ადგილი, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ როგორ მართონ ემოციები, როგორ დაისახონ ცხოვრებისეული მიზნები, როგორ დაამყარონ სწორი კომუნიკაცია გარშემომყოფებთან, ასევე სწავლობენ პროექტების წერას და მართვას იმისთვის, რომ მომავალში საინტერესო იდეები რეალობად აქციონ. მომინდა მეც გავმხდარიყავი ამ კლუბის წევრი და მონაწილეობა მიმეღო ახალგაზრდული პროექტებში. ასეც მოვიქეცი. მალე იდეების კონკურსი გამოცხადდა და გადავწყვიტე ჩემი იდეაც წარმედგინა. მართალია ვფიქრობდი, რომ ამ გამოწვევას დავძლევდი და წარმატებით მივაღწევდი დასახულ მიზანს, თუმცა თავდაპირველად მაინც მქონდა შიში და იმის განცდა, რომ ახალი ვიყავი და შეიძლებოდა სხვა უფრო გამოცდილს გაემარჯვებინა. იმასზეც ვფიქრობ, რომ შეიძლება დაფინანსება ვერ მომეპოვებინა, მაგრამ თან სულ მახსენდებოდა სესია ცხოვრებისეული მიზნის დასახვაზე, რომელიც გამორჩეულად მომეწონა. ერთ-ერთ შეხვედრაზე სამიზნე თავად დავხატეთ და მიზანში სასროლი საგანიც თავად შევქმენით. ზოგმა მოახვედრა მიზანს, ზოგმა ვერ. შემდეგ ეს ყველაფერი განვიხილეთ და ცხოვრებისეულ ამბებს დავუკავშირეთ. სწორედ ამ სავარჯიშოს შემდეგ დავისახე მიზანი, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მიმეღწია,“ - აღნიშნა მაიამ.
ჩვენს კითხვაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მოზარდებისთვის მსგავს შესაძლებლობებს, მაიამ თამამად გვიპასუხა:
„ჩვენ წამოსული ვართ ოჯახიდან, ერთის მხრივ მოკლებული ვართ გარკვეულ შესაძლებლობებს, თუმცა მეორეს მხრივ მსგავს პროექტებში ჩართვა გვაძლევს შესაძლებლობას ვისწავლოთ, განვვითარდეთ და საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა -ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, საკუთარ მომავალზე. ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ ღონიძიებებში მონაწილეობისას უამრავი მეგობარი შევიძინე, ადამიანებთან ურთიერთობა ვისწავლე, უფრო კომუნიკაბელური გავხდი და მათთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება შევიძინე.“
გარდა პიროვნული განვითარებისა, ჩვენი ორგანიზაცია მაიას პროფესიული ზრდისა და უნარების გაუმჯობესების მიმართულებითაც დაეხმარა. ჭრა-კერვის წარმატებული სწავლების შემდეგ, მას საკერავი მანქანა, ქსოვილები, ძაფები და კერვისთვის საჭირო სხვა ინვენტარი გადაეცა. ვფიქრობთ. ამით მაიას დავეხმარებით ხორცი შეასხას საკუთარ ინიციატივას, დაკავდეს ხელსაქმით, შეკეროს ჩანთები და კერვა ეკონომიკური სიმყარის საფუძვლად აქციოს.
„პროექტის ფარგლებში გადმოცემული საკერავი მანქანების მეშვეობით მე ჩემი ოცნების პატარა ნაწილი უკვე ავისრულე. კერვის სამთვიანი კურსი წარმატებით დავასრულე და ახლა უკვე დიდი მიზნის მისაღწევად დავიწყებ მოქმედებას. ვაპირებ, მეტი ვისწავლო, კოლეჯში ჩავაბარო და მაქსიმალურად განვვითარდე ჩემს პროფესიაში. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევ მწვერვალს, რაც ჩემს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის,“ - მაია.
როგორც თვითონ ამბობს, ამ პროექტმა პირველი ნაბიჯი გადაადგმევინა მიზნისკენ მიმავალ მაიას, შემდეგი ნაბიჯი კი პროფესიული განათლების მიღება იქნება. მაია წელს თელავის პროფესიულ სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს აბარებს და მზადაა საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.