ეს არის World Vision-ისა და UNHCR-ის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული რიგით მესამე შეფასების ანგარიში, რომელიც მოიცავს უკრაინიდან ლტოლვილების ძირითადი საჭიროებებს და პრიორიტეტებს, ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიგნებებს რაც აუცილებელია სამომავლო ინტერვენციების განსახორციელებლად.
შეფასებისას რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი გამოიკვეთა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ და თავისი წვლილი შეიტანონ ამ მნიშვნელოვან საქმეში:
- განათლება და ბავშვის კეთილდღეობა: მეტი მხარდაჭერა და წახალისებაა საჭირო მშობლებისთვის, ბავშვებისთვის და მასწავლებლებისთვის, რათა ჩაერთონ პირისპირ განათლებაში და ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვაში. სოციალური ინტეგრაციისა და საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობა უნდა იყოს მეტად მხარდაჭერილი. მნიშვნელოვანია, განათლების სამინისტროს მხარდაჭერა ლტოლვილი ბავშვებისთვის შესაბამისი ენის შესწავლის და ფსიქოსოციალური დახმარების გაწევის მიზნით.
- დასაქმება და მეწარმეობა: ფინანსური კეთილდღეობის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ უკრაინელებმა შეძლონ უკეთესი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა და ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება. გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარმა, ვინც უმუშევარი იყო, თქვა, რომ ოჯახური პასუხისმგებლობის გამო ვერ მუშაობს. მარტოხელა მშობლებისა და სრულ განაკვეთზე მომუშავე აღმზრდელების ბავშვზე ზრუნვა და მხარდაჭერა მათი თვითდაჯერებულობისთვის აუცილებელია.
- სოციალური და ფინანსური დახმარება: კვლავ აქტუალურია საერთაშორისო საზოგადოებისგან ყველაზე დაუცველი ოჯახებისა და ინდივიდების დახმარების გაწევის აუცილებლობა. ეს არის ერთგვარი შემავსებელი სახელმწიფოს მიერ გაწეული შეზღუდული დახმარებას, რასაც ლტოლვილები იღებენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ეფექტური მიზნობრივი კრიტერიუმები და ქეისების მართვის მექანიზმები, რათა აღნიშნული დახმარებით მოხდეს ყველაზე დაუცველი ოჯახების მოცვა.
ანგარიში ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ ჩამოთვირთოთ ამ ბმულიდან - შეფასების ანგარიში.