კონკურსი მცირე სათემო პროექტების მხარდასაჭერად
13 თებერვალი

World Vision საქართველო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან (NCDC) პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს “არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა - ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერება საქართველოში“, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ. პროექტის მიზანია ჯანდაცვისა და ბავშვთა დაცვის  სისტემების გაძლიერება კოვიდ -19 პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად, რაც მოიაზრებს: 

1.    მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის და ჯანმრთელობის საკითხებზე;  
2.    ჯანდაცვის სერვისებისა და ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერება; 
3.    სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, World Vision საქართველო აცხადებს სათემო პროექტების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თემების ცნობიერების ამაღლებას იმუნიზაციისა და სხვა მნიშვნელოვანი ჯანდაცვის საკითხების, მათ შორის გენდერთან/გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული თემების შესახებ.  სათემო პროექტების სამიზნე ჯგუფს უნდა წარმოადგენდეს მოწყვლადი მოსახლეობა,  მათ შორის ქალები  და  ახალგაზრდები. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში შემოტანილი განაცხადი იყოს გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული და არ იყოს ერთჯერადი ინიციატივა.  პროექტის საქმიანობებმა უნდა მოიცვას სულ მცირე 100 ადამიანი, რომელიც ჩართული იქნება სხვადასხვა ღონისძიებებსა  და აქტივობებში.  

კონკურსში  მონაწილეობის მიღება შეუძლია: 

  • მშობელთა ან ახალგაზრდული კლუბის წევრს;
  • ბავშვთა დაცვის  მუნიციპალურ ჯგუფს;
  • ადგილობრივ სათემო ჯგუფს/ორგანიზაციას; 
  • სტუდენტურ გაერთიანებას;
  • მუნიციპალიტეტთან არსებულ გენდერულ საბჭოს; 
  • მუნიციპალიტეტთან არსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს. 

პროექტის განხორციელების არეალი:

•    თბილისი 
•    იმერეთი (ქუთაისი, ზესტაფონი, ბაღდათი);
•    კახეთი (თელავი, გურჯაანი, ყვარელი);
•    სამცხე-ჯავახეთი (ადიგენი, ახალციხე, ბორჯომი);
•    აჭარა (ბათუმი).

სათემო პროექტის  განხორციელების  პროცესში უპირატესობა მიენიჭება: 

•    პროექტებს რომელსაც  ექნება  ფართო  დაფარვის  არეალი და  მოიცავს ფართო მოსახლეობას; 
•    პროექტებს, სადაც იქნება დაგეგმილი მედია გაშუქება/აქტივობები (მათ შორის სოც.მედიაში), ვიდეო კონტენტის მომზადება (გრაფიკული/ანიმაციები), და/ან სხვა სოციალური აქტივობები; 

სათემო პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება: 

•    სამშენებლო  მასალები; 
•    მედიკამენტები; 
•    სარეაბილიტაციო/სარემონტო  სამუშაოები; 
•    ჰონორარი საინიციტივო ჯგუფის  წევრებისთვის. 

სულ დაფინანსდება 10 მცირე სათემო პროექტი, თითო სამიზნე რეგიონში ორი პროექტი. თითო ორგანიზაციას/გუნდს შეუძლია წარმოადგინოს ერთზე მეტი პროექტი, თუმცა დაფინანსება მოხდება მხოლოდ ერთის.

გაითვალისწინეთ, რომ სათემო პროექტი არ არის საგრანტო კონკურსი და საგრანტო განაცხადისგან განსხვავებით, საინიციატივო ჯგუფს არ მოუწევს ფინანსური პროცედურების განხორციელება. ამ შემთხვევაში World Vision საქართველო უზრუნველყოფს  საჭირო რესურსების შესყიდვას და მიწოდებას.
 
სათემო პროექტების შერჩევის და განხორციელების პროცესში ჩართული  იქნებიან  World Vision საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ განმახორციელებელი პირების მუდმივ კონსულტაციას და მონიტორინგს.


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  29.02.2024,  18:00 სთ.

დაინტერესებულმა ჯგუფებმა/ორგანიზაციებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და ატვირთონ საჭირო დოკუმენტაცია - წარმოდგენილი პროექტის განაცხადისა და ბიუჯეტის ფორმები (ქართულ ენაზე).  პროექტის განაცხადისა და ბიუჯეტის ფორმების ჩამორვირთვა შესაძლებელია ამ ბმულიდან. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელს - ნანა ათუაშვილს:  nana_atuashvili@wvi.org; +995 593 170 319.