ბავშვის სტრესზე რეაგირების ფორმები და მხარდაჭერის გზები
11 აგვისტო

ბუნებრივ კატასტროფების შედეგად მიღებულ სტრესზე ბავშვები განსხვავებულად რეაგირებენ. გარკვეული ნიშნები შესაძლებელია უმალვე ან მოგვიანებით გამოვლინდეს.

მნიშვნელოვანია ამ დროს მოხდეს ზრდასრულების მხრიდან ბავშვების მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტთან მიმართვა.

რეკომენდებულია,  რომ პირველი 2-3 თვე  ბავშვს მივცეთ საშუალება სტრესს გაუმკლავდეს საკუთარი ძალებით (თუ არ ვლინდება ძლიერი ინტენსივობის დისფუნქცია) და შემდეგ გადავწყვიტოთ საჭიროებს თუა არა სპეციალისტის მხარდაჭერას.

World Vision საქართველომ შეიმუშავა რეკომენდაციები ბავშვის სტრესზე რეაგირების სხვადასხვა ფორმების და შესაბამისი მხარდამჭერი მაგალითების შესახებ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია და მხარდაჭერაც ინდივიდუალური მიდგომით ესაჭიროება.