გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიური პრაქტიკები - გზამკვლევი ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებებისთვის
16 იანვარი


World Vision საქართველოს ფონდი აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უზრუნველყოფს თანამშრომლების გადამზადებას სკოლებსა და ბაღებში გენდერულად პასუხისმგებლიანი პრაქტიკების დანერგვის მიზნით.

გიზიარებთ, ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული ძალადობის პრევენციის თემებზე.

გაეცანით გზამკვლევის ონლაინ ვერსიას სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალისთვის;
გაეცანით გზამკვლევის ონლაინ ვერსიას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პრაქტიკოსებისთვის.

გზამკვლევები მომზადდა მოწვეული ექსპერტების მიერ პროექტის „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების გზით“ ფარგლებში, რომელსაც World Vision საქართველო ახორციელებს კანადის მთავრობა ‒კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის ფინანსური მხარდაჭერით.