იდეების კონკურსი - საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერულად პასუხისმგებლიანი პრაქტიკის დანერგვისთვის
22 დეკემბერი

World Vision საქართველოს ფონდი აცხადებს იდეების კონკურსს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერულად პასუხისმგებლიანი პრაქტიკის დანერგვისთვის.

ინიციატივის შესახებ
World Vision საქართველოს ფონდი, კანადის მთავრობის- კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის, ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების გზით“. 

პროექტის სამიზნე რეგიონებია:  

  • სამცხე-ჯავახეთი (ადიგენი, ახალციხე)
  • კახეთი (თელავი, ყვარელი, გურჯაანი)
  • იმერეთი (ზესტაფონი, ბაღდათი)

პროექტი მიზნად ისახავს ქალების, ბიჭებისა და გოგონების გენდერული ძალადობის (GBV) გამოვლენასა და მასზე რეაგირებას, განსაკუთრებით სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც GBV-ის პრევენცია და მასზე რეაგირება ჯერჯერობით არასაკმარისად არის გაშუქებული.  

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:

  1. სამიზნე რეგიონებში გენდერული ნიშნით ძალადობის შესწავლა სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემებში;
  2. სამიზნე რეგიონებში სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემებში გენდერული ნიშნით პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის შესახებ  ცნობიერების გაზრდა;
  3. სამიზნე რეგიონებში სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემებში გენდერულად პასუხისმგებლიანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;


კონტექსტის მიმოხილვა
საქართველოში ქალები, ბიჭები და გოგოები განიცდიან GBV სხვადასხვა ფორმებს, თუმცა სტატისტიკა ნაკლებად არის დაფიქსირებული რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. საქართველოში გაბატონებულია ტრადიციული გენდერული ნორმები და არგამჟღავნების დამოკიდებულება;
  2. დაბალია სოციალური მხარდაჭერა და ნდობა სამართალდამცავი, განათლებისა და სხვა შესაბამისი სისტემების მიმართ;

გენდერული ნიშნით ძალადობის (GBV) პრევენცია და რეაგირება ჯერჯერობით არასაკმარისად არის გაშუქებული საგანმანათლებლო სისტემებში, როგორიცაა სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები საქართველოში. გაშუქების ნაკლებობამ, COVID 19-ის ზემოქმედებასთან ერთად, გაზარდა გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის (GESI) გამოყენებისა და ბავშვთა დაცვის პროგრამირების ხელახლა შემუშავების აუცილებლობა განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ქალებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცხადდება გენდერული ნიშნით ძალადობის  საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების იდეების წარდგენის კონკურსი.

კონკურსის მიზანი:
კონკურსის მიზანია,  პროექტის სამიზნე რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია თემის აქტიური წევრების (მშობლების, საბავშვო ბაღების და სკოლების თანამშრომლების, ან / და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსების) ჩართულობით.

კონკურსის ამოცანა:
პროექტის სამიზნე რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში თემის აქტიური წევრების (მშობლების, საბავშვო ბაღების და სკოლების თანამშრომლების, ან / და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსების) ჩართულობით გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე ფოკუსირებული ინიციატივების განხორციელება, რომელიც შეამცირებს ძალადობის რისკებს სკოლებსა და ბაღებში , ასევე სამიზნე თემში. 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა

უპირატესობა მიენიჭება: იდეებს, რომლებიც მორგებული იქნება თემის საჭიროებებს და გამოწვევებს, უზრუნველყოფს გენდერულად თანასწორუფლებიან გარემოს შექმნას, ასევე შეცვლის და გააუმჯობესებს სასწავლო პროცესის მართვასა და ბავშვების ჩართულობის ხარისხს კონკრეტულ სკოლებსა და ბაღებში (საკლასო ოთახები, ეზოები, საგანმანათლებლო პროგრამა ფორმალური და არაფორმალური განათლებისთვის).

შერჩევის კრიტერიუმები:
იდეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამიზნე რეგიონებიდან:

  • ფიზიკურ პირს
  • საინიციატივო ჯგუფს
  • სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს
  • არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციებს

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:  ერთი თვე 

აღნიშნული თანხით World Vision საქართველოს ფონდი მოახდენს იდეების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შესყიდვასა და გადმოცემას.

განაცხადების წარდგენის პროცედურა:

  • იდეების წარდგენა    22 – 29.12.2022
  • შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულ აპლიკანტებთან დაკონტრაქტება    9.01.2023 
  • იდეების მხარდაჭერა    10.01.2023 – 30.01.2023


საკონტაქტო ინფორმაცია:
Mob.: +995 595053559
Email: Qetevan_qimosteli@wvi.org

გთხოვთ, განაცხადის ფორმა შეავსოთ მითითებული ბმულის ან / და QR CODE მეშვეობით: