World Vision საქართველოს ფონდი აცხადებს იდეების კონკურსს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერულად პასუხისმგებლიანი პრაქტიკის დანერგვისთვის.
ინიციატივის შესახებ
World Vision საქართველოს ფონდი, კანადის მთავრობის- კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის, ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების გზით“.
პროექტის სამიზნე რეგიონებია:
პროექტი მიზნად ისახავს ქალების, ბიჭებისა და გოგონების გენდერული ძალადობის (GBV) გამოვლენასა და მასზე რეაგირებას, განსაკუთრებით სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც GBV-ის პრევენცია და მასზე რეაგირება ჯერჯერობით არასაკმარისად არის გაშუქებული.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
კონტექსტის მიმოხილვა
საქართველოში ქალები, ბიჭები და გოგოები განიცდიან GBV სხვადასხვა ფორმებს, თუმცა სტატისტიკა ნაკლებად არის დაფიქსირებული რამდენიმე მიზეზის გამო:
გენდერული ნიშნით ძალადობის (GBV) პრევენცია და რეაგირება ჯერჯერობით არასაკმარისად არის გაშუქებული საგანმანათლებლო სისტემებში, როგორიცაა სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები საქართველოში. გაშუქების ნაკლებობამ, COVID 19-ის ზემოქმედებასთან ერთად, გაზარდა გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის (GESI) გამოყენებისა და ბავშვთა დაცვის პროგრამირების ხელახლა შემუშავების აუცილებლობა განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ქალებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცხადდება გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების იდეების წარდგენის კონკურსი.
კონკურსის მიზანი:
კონკურსის მიზანია, პროექტის სამიზნე რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია თემის აქტიური წევრების (მშობლების, საბავშვო ბაღების და სკოლების თანამშრომლების, ან / და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსების) ჩართულობით.
კონკურსის ამოცანა:
პროექტის სამიზნე რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში თემის აქტიური წევრების (მშობლების, საბავშვო ბაღების და სკოლების თანამშრომლების, ან / და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსების) ჩართულობით გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე ფოკუსირებული ინიციატივების განხორციელება, რომელიც შეამცირებს ძალადობის რისკებს სკოლებსა და ბაღებში , ასევე სამიზნე თემში.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა
უპირატესობა მიენიჭება: იდეებს, რომლებიც მორგებული იქნება თემის საჭიროებებს და გამოწვევებს, უზრუნველყოფს გენდერულად თანასწორუფლებიან გარემოს შექმნას, ასევე შეცვლის და გააუმჯობესებს სასწავლო პროცესის მართვასა და ბავშვების ჩართულობის ხარისხს კონკრეტულ სკოლებსა და ბაღებში (საკლასო ოთახები, ეზოები, საგანმანათლებლო პროგრამა ფორმალური და არაფორმალური განათლებისთვის).
შერჩევის კრიტერიუმები:
იდეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამიზნე რეგიონებიდან:
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე
აღნიშნული თანხით World Vision საქართველოს ფონდი მოახდენს იდეების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შესყიდვასა და გადმოცემას.
განაცხადების წარდგენის პროცედურა:
საკონტაქტო ინფორმაცია:
Mob.: +995 595053559
Email: Qetevan_qimosteli@wvi.org
გთხოვთ, განაცხადის ფორმა შეავსოთ მითითებული ბმულის ან / და QR CODE მეშვეობით:
{{reset.message}}