დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
04 აგვისტო

World Vision საქართველოსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის კრიზისზე რეაგირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც the Aktion Deutschland Hilft (ADH)-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ უკრაინელთა მიღება, რეგისტრაცია, ინფორმაციის მიწოდება, გადამისამართება და სხვა სერვისებით უზრუნველყოფას. ასევე, საქართველოს მთავრობის სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებათა პაკეტში თანამონაწილეობას. 

მემორანდუმის ფარგლებში World Vision საქართველო უზრუნველყოფს:

  • სტეფანწმინდაში უკრაინიდან ლტოლვილთა მიმღები დროებითი ცენტრის გახსნას, აღჭურვას, კადრებით დაკომპლექტებას და ცენტრის გამართული ფუნქციონირებას;
  • საინფორმაციო მასალების დამზადებასა და გავრცელებას არსებული სერვისების შესახებ;
  • უკრაინელებისთვის დამატებითი ფულადი მხარდაჭერის გაცემას.

World Vision საქართველო ომის პირველივე დღიდან ახორციელებს მხარდამჭერ ღონისძიებებს უკრაინელი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. დღემდე 2000-მდე ადამიანმა ისარგებლა სხვადასხვა მომსახურებებით. 

World Vision საქართველო  მჭიდროდ თანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, UNHCR-თან და უკრაინის საელჩოსთან საქართველოში, რომ უზრუნველყოს უკრაინელი მოქალაქეებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების დროულად მიწოდება.