მონიქის ისტორია - მარტოხელა დედა თვითგანვითარების გზაზე
26 ივლისი

მონიქი 33 წლის თავშესაფრის მაძიებელია კოტ დიუარიდან. 3 წლის წინ, ოჯახური ძალადობის გამო ფეხმძიმე მონიქს სამშობლოს დატოვება მოუწია და უსაფრთხო გარემოს ძიების მიზნით, საქართველოს შეაფარა თავი. 

მონიქის სამშობლო, კოტ დიუარი დასავლეთ აფრიკაში მდებარე სახელმწიფოა, სადაც წელიწადში საშუალოდ ქალების 26% პარტნიორისგან ძალადობის მსხვერპლია.მონიქი თავდაპირველად მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა დროებით მიმღებ ცენტრში ცხოვრობდა, თუმცა, იქ არსებული პირობები არ იყო შესაფერისი მისი მდგომარეობისთვის. აქედან გამომდინარე, World Vision საქართველოს მხარდაჭერით, ის თბილისში, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში  თავშესაფარში ბენეფიციარებს საცხოვრებლის გარდა, კვებით, სამედიცინო დახმარებით, ტანსაცმლით და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფენ. თავშესაფარი ბენეფიციარებისთვის დროებითი საცხოვრებელია. 1 წლის შემდეგ, ზოგი მათგანი ოჯახს უბრუნდება, ზოგი კი ქირით განაგრძობს ცხოვრებას. თავშესაფარი, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში სტატუსის მქონე ბენეფიციარებსაც ემსახურება სხვადასხვა ქვეყნიდან ამ ეტაპზე, მონიქი ერთადერთი უცხოელია იქ, ის წელიწადზე მეტია რაც სარგებლობს ამ მომსახურებით, რადგან სერვისის მიმწოდებელმა ორგანიზაციამ გამონაკლისის სახით გაუხანგრძლივა მას სერვისით სარგებლობის ვადა. მიზეზი ნათელია,  მას ტყუპები შეეძინა,ორ მცირეწლოვან შვილს ზრდის და სტაბილური ფინანსური შემოსავალი არა აქვს. 

ორგანიზაცია ,,ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ მონიქს სოციალიზაციაშიც ეხმარებოდა. კერძოდ, იგი გარკვეული პერიოდი ქართულ ენას სწავლობდა და მზარეულის დამხმარედ მუშაობდა. პარალელურად, მონიქის შვილები World Vision საქართველოს სოციალურად დაუცველ ბავშვთა  დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობდნენ,  ხოლო, როდესაც საჯარო ბაღის ასაკი მოახლოვდა, ჩვენი ორგანიზაცია საჯარო ბაღში რეგისტრაციისა და დოკუმენტაციის მოგვარების პროცესშიც დაეხმარა მას. 
მონიქი საკმაოდ მეგობრულია თავშესაფრის ბენეფიციარებთან, თუმცა ქართული მისთვის კვლავ ენობრივ ბარიერად რჩება. კარიერული წარმატებისთვის, ამჟამად მას ქართულის გაუმჯობესება და პროფესიული ლექსიკონის გამდიდრება აქვს გამიზნული. თავდაპირველად მონიქს მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ჰქონდა, თუმცა World Vision-ის ფსიქოლოგის დახმარებით, ისიც და მისი შვილებიც თავს უკეთ გრძნობენ. 

“საქართველოში კარგი ადამიანები ცხოვრობენ. აქ რომ ჩამოვედი არავის ვიცნობდი თუმცა, ვიცოდი საქართველოს შესახებ. საქართველო ძალიან მომწონს და სამომავლოდაც აქ მინდა ცხოვრება, რადგან აქ ბედნიერი ვარ და არ მეშინია,”- ამბობს მონიქი.

თავისუფალ დროს მონიქი შვილებთან ერთად ატარებს, ეხმარება მათ წიგნების კითხვასა და სწავლაში. მონიქს შვილები კოტ დიუარშიც ჰყავს და ცდილობს მათთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს. 

მონიქს ყოველთვის მოსწონდა თმის სტილისტის საქმიანობა. ის ფიქრობს, რომ ამ სფეროში შესაძლებელია განვითარება და საშუალო შემოსავლის მიღება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ეს პროფესია საფუძვლიანად შეესწავლა, რაშიც World Vision საქართველოს პროექტის, თემის მობილიზაცია და თანამონაწილეობა, რომელიც UNHCR-ის ფინანსური დახმარებით ხორციელდება დასაქმების პროგრამა დაეხმარა. აღნიშნული პროგრამა 2019 წლიდან ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავიანთი უფლებების რეალიზებისა და ინტეგრაციის პროცესში. დღემდე, 2000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა პროექტის სხვადასხვა მომსახურებებით, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ მონიქი და მისი ოჯახია.

World Vision საქართველოსა და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ერთობლივი მხარდაჭერით, მონიკმა გაიარა გადამზადება თმის სტილისტის მიმართულებით. მან თავდაპირველად თეორიული ცოდნა მიიღო, შემდეგ კი ერთ თვიანი ინტენსიური პრაქტიკული კურსი უკვე სალონში გაიარა. როგორც თავად ამბობს, საქმეს ალღო ადვილად აუღო და თავისი მომხმარებელიც უკვე ჰყავს. მონიქს ძალიან მოსწონს ახალი პროფესია, კმაყოფილია კურსით და დიდი გეგმები აქვს მომავალში. 

გადამზადების დასრულებისთანავე, მონიქს World Vision საქართველოსგან გადაეცა თმის სტილისტის საქმიანობისთვის აუცილებელი ინვენტარი, რაც მას დაეხმარება მომავალი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქციოს. მასწავლებლის შესანიშნავი რეკომენდაცია, მონიქის დიდი მოტივაცია და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა მისი წარმატებული საქმიანობის საწინდარია.

 “ახალი პროფესია კარგად შევისწავლე და მომავალში ჩემი სალონიც მინდა გავხსნა, კარგად ვიცი ჩემი საქმე, თმის შეჭრა-შეღებვა, სხვადასხვა ვარცხნილობის, მათ შორის აფრიკული ნაწნავების გაკეთებაც. ძალიან მინდა, მომავალში სხვებსაც გავუზიარო ჩემი ცოდნა და დავასაქმო სხვა ქალებიც, რომლებსაც ჩემსავით განვითარება სურთ და მხარდაჭერა სჭირდებათ”, - ამბობს მონიქი.