World Vision საქართველო უერთდება 16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
25 ნოემბერი

დღეს, ჩვენი ორგანიზაცია ერთვება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში და თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ შემოუერთდეთ მოძრაობას  #Orange the World: „დაასრულე ქალთა მიმართ ძალადობა ახლა“! 


საზოგადოების სწორი და ჯანსაღი განვითარებისათვის, უმნიშვნელოვანესია გენდერული უთანასწორობის აღმოფხვა და ქალთა გაძლიერება, რასაც გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი N5 ემსახურება. გენდერული თანასწორობის საკითხები უნდა იყოს პრიოტიტეტი და აისახებოდეს განვითარების ყველა სექტორში, რაც კიდევ უფრო დიდი და მდგრადი შედეგის მიღწევის გარანტიაა. 


საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გენდერული თანასწორობის საკითხებს ორგანიზაციული სტრატეგიის განხორციელებისას, რომელიც მთლიანად ბავშვთა კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. როგორც ბავშვების კეთილდღეობისთვის მებრძოლი ორგანიზაცია, World Vision საქართველო ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ქალთა გაძლიერება და  გენდერულ თანასწორობა დიდ როლს თამაშობს ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.  World Vision შუა აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპის  რეგიონის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევების შედეგად, თვალნათლივ ვხედავთ, რომ ქალთა გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ბავშვთა კეთილდღეობის ყველა კომპონენტთან, როგორიცაა: ფსიქიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა, კვება, განათლება, ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა.

შესაბამისად, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის საკითხები ასახულია World Vision მიერ საქართველოში განხორციელებულ ყველა პროგრამაში და გათვალისწინებულია პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის ყველა ეტაპზე. 


World Vision საქართველო მუდამ ისწრაფვის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, დაუცველი გოგონების და ბიჭების, ქალებისა და მამაკაცების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ და უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განხორციელებას ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებების - ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა , ახალგაზრდების გაძლიერება, ადრეული ასაკში ბავშვების განვითარების ფარგლებში ადგილობრივ დონეზე თემი აქტიური ჩართულობის და მონაწილეობის გზით. ამჟამად,  World Vision საქართველო შიდა სპონსორული ფონდების მხარდაჭერით ახორციელებს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემების გაუმჯობესებაზე ორინტირებულ გრძელვადიან პროგრამებს თბილისსა და  საქართველოს 3  რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, კახეთი). ხოლო გარე დონორების მხარდაჭერით  ორგანიზაციის საქმიანობა მთელ საქართველოს ფარავს.   

საჭიროებების მუდმივი ანალიზი გენდერულ ჭრილში ორგანიზაციას აძლევს შესაძლებლობას განახორციელოს შემდეგი ტიპის გენდერულად მგრძნობიარე და ტრანსფორმაციული აქტივობები:

  • გოგონებისა და ბიჭების შესაძლებლობების გაძლიერება World Vision-ის მიერ შემუშავებული მოდულების საშუალებით, რომელიც ცხოვრებისეული უნარჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული;
  • გოგონებისა და ბიჭების, მამაკაცებისა და ქალების შესაძლებლობების გაძლიერება გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხებში;
  • სამიზნე თემებში მშობელთა კლუბების გაძლიერება ადვოკატირების, პროექტის წერისა და მართვის, ასევე გენდერული თანასწორობის საკითხებში;
  • ადგილობრივ მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით,  სამიზნე თემებში სკოლამდელი დაწესებულებების გახსნა და მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას, სოფლად მცხოვრებ ქალთა დასაქმებას, ასევე დედებისთვის ზრუნვის ტვირთის შემსუბუქებას;
  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერება -  უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახის მარჩენალი ქალების ჩართვა ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების პროექტებში.

მიმდინარე წელს, World Vision საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, განახორციელოს ტრანსფორმაციული აქტივობები გენდერულ ჭრილში, რომელიც ემსახურება გოგონებისა და ქალების გაძლიერებას თითოეულ სექტორში, გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციას და შემცირებას, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევასა და ყველაზე მოწყვლადი ბავშვების კეთილდღეობის  სისტემების გაუმჯობესებას საქართველოში.


World Vision საქართველო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას და გამოხატავს მზაობას, რომ სტარტეგიული პარტნიორების მხარდაჭერით კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელოს გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ და თავისი წვილი შეიტანოს ქალთა მიმათ ძალადობის აღმოფხვრის პროცესში.