მულტისენსორული სივრცე - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის
24 ნოემბერი

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, World Vision საქართველოს თბილისის ურბანული პროგრამისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობით, ქ. თბილისის N200 საჯაროს სკოლის სივრცეში მულტისენსორული ოთახი გაიხსნა ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეების მხარდასაჭერად. 

მულტისენსორული სივრცე გახსნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - ეკა დგებუაძემ და World Vision საქართველოს დირექტორმა - ეკატერინე გურგენაძემ.


საქართველოში ინკლუზიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მიმდინარეობს, თუმცა არსებობს რამდენიმე სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულება განსაკუთრებით მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და სერვისებს საჭიროებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო პროგრამების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული მულტისენსორული ოთახის კონცეფციისა და სასწავლო გეგმის საფუძველზე, World Vision საქართველოს თბილისის ურბანული პროგრამის ინიციატივით და თბილისის მე-200 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით შეიქმნა მულტისენსორული ოთახის მოწყობისა და მასწავლებელთან გადამზადების პროექტი. პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო სპეციალური სივრცე, ოთახები აღიჭურვა შესაბამისი განმავითარებელი რესურსებით და გადამზადდა მასწავლებელთა გუნდი, რომელიც 2021 წლიდან იმუშავებს 60-ზე მეტ მოსწავლესთან.


მულტისენსორული ოთახი არის მრავალფეროვანი აღჭურვილობის მქონე თერაპიული სივრცე, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას დაისწავლონ სხვადასხვა უნარები, უკეთ ჩაერთონ სასწავლო პროცესში, გაუმარტივდეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა, გაუუმჯობესდეთ ყურადღების კონცენტრაცია. ამავდროულად შეძლონ აქტიური დასვენება და მოდუნება. მულტისენსორული ოთახის მეშვეობით მოსწავლეებთან მუშაობენ ისეთი სფეროების განვითარებაზე, როგორიცაა შეხება, მოძრაობა, ვიზუალური და აუდიალური სტიმულაცია, ყნოსვითი და გემოვნებითი სტიმულაცია.

ღონისძიების დასასრულს მე-200 სკოლის ყველა მასწავლებელს (სპეც.პედაგოგები, აღმზრდელები, საგნის მასწავლებლები, ფსიქოლოგი და სოც თერაპევტი), რომელმაც გაიარეს 40 საათიანი სასწავლო კურსი თემაზე „სენსორული ინტეგრაციის ელემენტების გამოყენება საგანმანათლებლო სივრცეში“, გადაეცა სერტიფიკატი. კეთილმოწყობილი გარემო და გადამზადებული მასწავლებლები მნიშვნელოვინი წინაპირობაა, რომ ბავშვებმა ხარისხიანი და მდგრადი მომსახურებით ისარგებლონ

World Vision საქართველოს 1996 წლიდან მუშაობს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის მიმართულებით და თავისი პროგრამების ფარგლებში უზრუნველყოფს სამიზნე საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას ინფრასტრუქტურული პროექტებით, მატერიალურ-ტექნიკური და საგანმანათლებლო რესურსებით, არაფორმალური განათლების ხელშეწყობით, სასკოლო კლუბების ჩამოყალიბებით თანამშრომლებისა და მასწავლებლების კომპეტენციების ამაღლებითა და სასწავლო პროცესის მართვის გაუმჯობესების კუთხით.