საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა, თავშესაფრის მიძიებელთა და სტატუსის არმქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა
06 აგვისტო

დასრულდა კონდიტერიის შემსწავლელი კურსი, რომელიც World Vision საქართველოს მხარდაჭერით წარმატებით გაიარა ჩვენმა 15-მა ბენეფიციარმა.

აღნიშნული კურსი განკუთვნილი იყო საქართველოში მცხოვრები თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, რომლებიც ჩართულნი არიან უნარების გაძლიერების და დასაქმების ხელშეყობის პროგრამაში.

კონდიტერიის კურსი მონაწილეებს საშუალება მისცა დაეუფებოდნენ საკონდიტრო ნაწარმის მომზადების და ცხობის ტექნოლოგიებს, საკონდიტრო ნაწარმის გაფორმების ხელოვნებას, კალკულაციებს, გრამაჟურას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

თითოეული მონაწილე დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით სწავლობდა კურსით გათვალისწინებული საერთაშორისო დესერტების მომზადებას და ცდილობდა თავისი შესაძლებლობების მაქისმუმი გამოევლინა.

კონდიტერიის შემსწავლელი კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა ყველა მონაწილეს, რომელთაგან მხოლოდ ორი საუკეთესო გაივლის  სტაჟირებას საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პარტნიორ რესტორნებში.

World Vision საქართველო დიდ მადლობას უხდის საქართველოს გასტრონომიის ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

World Vision საქართველოს მუდმივად ზრუნავს ლტოლვილთა შესაძლებლობების განვითარებაზე და ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში  UNHCR– ის მიერ დაფინანსებული პროექტის "საზოგადოების მობილიზაცია და მონაწილეობა" ფარგლებში, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება საქართველოში.