სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოს მიღმა დარჩენილ ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებების სტატისტიკა
11 ივნისი

2020 წლის სექტემბერში World Vision საქართველოს ინიციატივით ჩატარდა სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოს მიღმა დარჩენილ ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებების შეფასება, რომლის მიხედვით დღეს საქართველოში 29 დიდი ზომის ინსტიტუცია ფუნქციონირებს.

აღნიშნული შეფასების შედეგად განხორციელდა შემდეგი დიდი ზომის დაწესებულებების მონიტორინგი:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ადმინისტრირებული სკოლა-პანსიონები
  • მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული სამზრუნველო დაწესებულებები 
  • მუსლიმური თემის სკოლა-პანსიონები


World Vision საქართველო პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.

იხილეთ სტატისტიკა