სოციალური მუშაობისა და ალტერნატიული მომსახურებების განვითარების კომიტეტის შეხვედრა
18 მაისი

დღეს, World Vision საქართველოს ორგანიზებით გაიმართა სოციალური მუშაობისა და ალტერნატიული მომსახურებების განვითარების კომიტეტის შეხვედრა. კომიტეტი საქართველოში ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ქვეშ ფუნქციონირებს.


შეხვედრის მიზანი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის განვითარება“ ფარგლებში განხორციელებული  აქტივობების განხილვა და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა იყო. 


კომისიის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ World Vision საქართველოს მიერ განხორციელებულ რელიგიური თავშესაფრების კვლევის შედეგებს, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ბავშვთა დაცვის განყოფილებების ჩამოყალიბებისა და მათი მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს.