ზეინაბის ისტორია
24 მარტი

ზეინაბ ცხადაძე უკვე მეორე წელია ჩართულია World Vision საქართველოს სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. იგი მარტოხელა დედაა, შვილის სარჩენად თურქეთში უწევდა მუშაობა, დღეს ზეინაბი ჩვენი დახმარებით შვილის გვერდითაა და საყვარელი საქმიანობით არჩენს ოჯახს.


"ერთად დავძლიოთ სიღარიბე" მოდელს World Vision საქართველო 2019 წლიდან ახორციელებს კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის სამხარეო განვითარების ცენტრების დახმარებით.

დღეისათვის პროგრამაში 105 ოჯახია ჩართული და მიმდინარე წელს კიდევ 120 ოჯახის ჩართვა იგეგმება.