ირინას ისტორია - როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება World Vision-ის მხარდაჭერით
19 ივნისი

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ირინა ორ ქალიშვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. მას პირველ დღეებში ფიზიკურ ტკივილთან ერთად უიმედობასა და გაურკვევლობათან უწევდა ბრძოლა. თუმცა მალე აღმოაჩინა საქართველოში ორგანიზაცია World Vision, რომელიც ლტოლვილებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერას უწევდა, როგორიცაა ფინანსური დახმარება, საჭირო სერვისებზე წვდომა, იურიდიული კონსულტაციები, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და სხვა.  ამასთანავე, მის შვილებს განათლებასა და უნარების განვითარების განვითარებაშიც დაეხმარა. მისი გოგონები "Happy Space"-ში დადიოდნენ, არტ თერაპიის სესიებს ესწრებოდნენ, ასევე სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ აქტივობებშიც იღებდნენ მონაწილეობას.

მალე ირინამ თიხაზე მუშაობა შეისწავლა და აღმოაჩინა რომ ძალიან მოსწონდა ეს საქმე. ამის შემდეგ გადაწყვიტა ახალი ჰობი ბიზნესად ექცია და World Vision-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგებს დაესწრო. მან შეისწავლა მცირე ბიზნესის მართვის საფუძვლები, სოციალური მედიის გამოყენება და ონლაინ გაყიდვების ხელშეწყობა. ეს ცოდნა კი თავის საქმიანობაში გამოიყენა და საკუთარ სახლში კერამიკის პატარა სტუდია მოაწყო.

შეძლო ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დღეს ის ქალიშვილებთან ერთად მცირე კერამიკის ბიზნესს მართავს, და საკუთარი ხელით დამზადებულ კერამიკის ნივთებს ყიდის, გარდა ამისა სხვადასხვა ვორქშოპებს ატარებს ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.