გენდერული სტერეოტიპების დაძლევა და მათი ნეგატიური გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის.
მასტერ ტრენერები, რომლებიც მუშაობენ ოჯახის გაძლიერების კონსულტანტებთან და მოწყვლად ოჯახებთან საქართველოში, გადამზადდნენ გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის საკითხებზე, რაც დაეხმარება მათ მოახდინონ დადებითი ცვლილებები სხვადასხვა თემში და ზოგადად საზოგადოებაში.
2024 წლის ნოემბერში ჩატარდა ტრენინგი, რომლის ფარგლებში განხილული იყო:
”მნიშვნელოვანია გავიაზროთ გენდერულ სტერეოტიპები და წარმოდგენები, რაც ხელს უშლის თანასწორობას. სესიების შემდეგ მონაწილეები აღიჭურვნენ საჭირო ცოდნით, რასაც გამოიყენებენ ოჯახებთან და კონსულტანტებთან მუშაობისას. კერძოდ, დაეხმარებიან მათ დამკვიდრებული წარმოდგენების გადააზრებაში, იმისთვის რომ ხელი შეეწყოს ქალთა გაძლიერებას ოჯახის დონეზე და პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილებას. ჩვენ განვიხილეთ რამდენი პასუხისმგებლობის შესრულება უწევს ქალს ერთდროულად, მათ შორის შინ შრომა და როგორ უშლის მას ეს ხელს დასაქმებაში და კარიერულ წინსვლაში. აუცილებელია თემში და საზოგადოებაში ქალთა მონაწილეობის საკითხები უკეთესად იყოს წარმოდგენილი, მათ შორის დასაქმების ადგილას იყოს უფრო გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და სახელმწიფო სერვისები გახდეს კიდე უფრო ქალზე და მის საჭიროებებზე მორგებული. ტრენერებმა მკაფიოდ დაინახეს რა როლი შეიძლება ჰქონდეთ, როგორც სპეციალისტებს ამ მნიშვნელოვან პროცესში, რადგან ეს საქმე მოითხოვს კოორდინაციას და მრავალი სექტორის და სამსახურის ჩართულობას, რათა რეალურ ცვლილებებს მივაღწიოთ ქვეყანაში. სესიების შემდეგ ტრენერებმა გაიგეს, შემთხვევის დროს რა მხარდაჭერა შეუძლიათ აღმოუჩინონ ოჯახს და სისტემური გამოწვევების დროს, როგორ შეიძლება მოახდინონ მნიშვნელოვანი საკითხებზე ადვოკატირება, “ აღნიშნავს თამარ ივანიაძე, სოციალური მუშაობის ექსპერტი.
ტრენინგები ჩატარდა პროექტის ფარგლებში „ერთად – ოჯახების გაძლიერებისთვის” , რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი: World Vision გერმანია (WV), World Vision საქართველო, ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) საქართველოში და სოციალური მომსახურების სააგენტო, შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.
{{reset.message}}