ევროკავშირის მხარდაჭერით World Vision საქართველომ დაიწყო ახალი პროექტი "მწვანე და სუფთა ენერგიის ბიზნეს პრაქტიკების დანერგვას საქართველოში"
07 ოქტომბერი

ევროკავშირის მხარდაჭერით, World Vision საქართველომ დაიწყო ახალ მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მწვანე  და სუფთა ენერგიის ბიზნეს პრაქტიკების დანერგვას საქართველოში გარემოს მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის.  

პროექტის “მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში” ოფიციალური გახსნა 7 ოქტომბერს გაიმართა, სადაც შედგა პროექტის პრეზენტაცია და სოფლის მეურნეობაში და სამშენებლო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების განხილვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად, რაც გამოწვეულია ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო სექტორებში რესურსების არამდგრადი გამოყენების შედეგად, პროექტის ფარგლებში სამი ძირითადი ამოცანა უნდა შესრულდეს:

  • სპეციალისტების პროფესიული უნარები უნდა გაუმჯობესდეს და სოფლის მეურნეობის სექტორში მცირე და საშუალო  საწარმოებმა  მდგრადი ბიზნეს პრაქტიკების დანერგვა უნდა დაიწყონ. 
  • სპეციალისტების პროფესიული უნარები უნდა გაუმჯობესდეს  და სამშენებლო სექტორის და შერჩეული ინდუსტრიების  მცირე და საშუალო  საწარმოებმა ენერგოეფექტური მდგრადი პრაქტიკების დანერგვა უნდა დაიწყონ.
  • პროფესიული სასწავლებლებისა და მწვანე უნარებზე ორიენტირებული პროფესიების რეპუტაცია უნდა ამაღლდეს  ახალგაზრდებში.

პროექტი ხორციელდება ერთობლივად  World Vision ავსტრიის, World Vision საქართველოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა (GFA) და ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოს (EECG) ურთიერთთანამშრომლობით. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ და მოიცავს 4 რეგიონს: იმერეთი, კახეთი, აჭარა (ბათუმი) და თბილისი.