World Vision საქართველო, ავსტრიის განვითარების სააგენტოს დახმარებით, აგრძელებს იმ სპეციალისტების პროფესიული განათლების მხარდაჭერას, რომელთა საქმიანობაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
16 - 18 ივნისს, World Vision საქართველოს ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი აკადემიურ წერაში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.
3-დღიანი სასწავლო კურსის განმავლობაში თანამშრომლებმა შეისწავლეს შემდეგი საკითხები:
ტრენინგს უძღვებოდა აკადემიური წერის სპეციალისტი და მოწვეული ლექტორი - შალვა ბერიანიძე.
ჩვენი მიზანია მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლების უწყვეტი პროფესიული განათლების მხარდაჭერა და მათი კომპეტენციების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით, რაც მათ თავიანთი საქმიანობის ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება.
პროფესიული გადამზადება ხორციელდება პროექტის "ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს მიერ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით.
{{reset.message}}