გენდერული თანასწორობის (GEDSI) პოლიტიკა

გენდერული თანასწორობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და სოციალური ინკლუზიის პოლიტიკა World Vision-ის ტრანსფორმაციული განვითარების მიდგომის განუყოფელი ნაწილია. ტრანსფორმაციული განვითარება მიზნად ისახავს იმ გარემოს შეცვლას, რომელშიც გოგონები და ბიჭები ცხოვრობენ და იზრდებიან. ამ მიზნის მისაღწევად World Vision საქართველო მუშაობს ბავშვთა დაუცველობის სისტემური მიზეზების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა უთანასწორობა, სიღარიბე, მავნე პრაქტიკები და დამკვიდრებული სოციალური ნორმები. 

World Vision-ის გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის (GEDSI) პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა აისახოს GEDSI-ის პრინციპები ორგანიზაციის ყველა დეპარტამენტში, პროგრამაში, რეგიონულ საქმიანობაში, ადვოკატირების პროცესში და მონაცემთა შეგროვების ეტაპზე. კურსი ასევე ფარავს გენდერული თანასწორობის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სოციალური ინკლუზიის ძირითად ტერმინებს, მათ განმარტებებს და გლობალურ თუ ადგილობრივ კონტექსტში არსებული მდგომარეობის მიმოხილვას.  

წყაროები:
•    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 1948. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტის საქართველოს ოფისი. 2008.
•    საქართველოს პარლამენტი. 1995. საქართველოს კონსტიტუცია. 2020. 
•    საქართველოს პარლამენტი. 2010. საქართველოს კანონი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ. 
•    World Vision. 2026 გლობალური სტრატეგია. Our Promise Going Further. 
•    World Vision. 2023. World Vision-ის გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის (GESI) მიდგომა/World Vision's Gender Equality and Social Inclusion (GESI) Approach. 
•    World Vision. 2015. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიის ტრენინგი /Travelling Together: Disability Inclusion Training. 
•    UNICEF. 2025. ბავშვთა ქორწინების შესახებ მონაცემები. 
•    UNFPA 2018. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები. გლობალური კვლევა გენდერული ნიშნით ძალადობის დასრულებისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზების შესახებ. 
•    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2024. ქალი და კაცი საქართველოში. 
•    გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2024. გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში. 
•    გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში. 2025. კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება.

საკონტაქტო ინფორმაცია: ქრისტინე მარგველაშვილი - გენდერულ თანასორობასა და სოციალურ ინკლუზიაზე პასუხისმგებელი პირი. ელ.ფოსტა:  Kristine_margvelashvili@wvi.org 

კურსის ყველა ვიდეო
GEDSI პოლიტიკა