ბავშვთა და ზრდასრულთა დაცვის პოლიტიკა

ბავშვთა და ზრდასრულთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს World Vision საქართველოს ყველა აქტივობის, პროექტისა თუ პროგრამის საფუძველს. ჩვენი მთავარი ამოცანაა არ მივაყენოთ ზიანი არცერთ ბავშვსა და ზრდასრულს ჩვენი საქმიანობისას. უფრო მეტიც, უზრუნველვყოთ ბავშვთა და ზრდასრულთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება ჩვენს სამიზნე რეგიონებში და ამით ხელი შევუწყოთ ბავშვებისა და ზოგადად, ჩვენს პროგრამებში ჩართული პირების  კეთილდღეობას.
ბავშვთა და ზრდასრულთა დაცვის პოლიტიკა მოიცავს პრევენციას, რეფერირების პროცედურებსა და რეაგირებას ნებისმიერ ზიანზე ან შეურაცხყოფაზე, რომელიც შეიძლება მიადგეთ ბავშვებსა და ზრდასრულებს WVG-ის თანამშრომლების, ან ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირების მიერ.
 

კურსის ყველა ვიდეო
ვიდეო N1- ბავშვთა და ზრდასრულთა დაცვის პოლიტიკა
ვიდეო N2 - ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურები