ჩვენი ბავშვები გვიზიარებენ თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ცენტრში

World Vision საქართველო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე აქტიურად მუშაობს 2013 წლიდან. ამ ეტაპზე ჩვენი ორგანიზაცია სამ დღის ცენტრსა და 24 საათიან თავშესაფარს მართავს, სადაც ყოველდღიურად საშუალოდ 100 ბავშვი იღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას.

ამ ვიდეოში ბავშვები გვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ცენტრში, სადაც ყოველდღიურად მუდმივ ზრუნავენ მათზე.

ევროკავშირის მხარდაჭერით, World Vision საქართველო მუშაობს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებაზე საქართველოში, რაც მიზნად ისახავს დიდი ზომის დაწესებულებების ჩანაცვლებას ალტერნატიული ზრუნვის ფორმებით და მიმართულია სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების კეთილდღეობისკენ.