საქართველოში მცხოვრები ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან აღნიშნული ადამიანები ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან ენობრივი ბარიერისა და არასაკმარისი ინფორმაციის ფლობის გამო თავიანთი უფლებებისა და სერვისების შესახებ. World Vision საქართველო გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) თანამშრომლობით ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ლტოლვილებს, სტატუსის არმქონე პირებს და თავშესაფრის მაძიებლებს ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, თვითდამკვიდრებასა და დასაქმებაში.
ჩვენი ორგანიზაცია აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან. ამ მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორია ლუკა პოლარე, რომელიც გვეხმარება ბენეფიციარების დასაქმებაში. გვსურს, ლუკა პოლარეს ხელმძღვანელს და გუნდს, მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერისა და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
{{reset.message}}