გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების გზით

საგანმანათლებლო დაწესებულებებში  არასათანადოდ და არასაკმარისად არის დაფარული ისეთი საკითხები, როგორიცაა გენდერი, გენდერული ნიშნით ძალადობა, შესაბამისი რეაგირება და პრევენციული მექანიზმები. COVID 19 პანდემიის დროს განსაკუთრებით გაიზარდა ძალადობის რისკიც, შედეგად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა გენდერულ თანასწორობის საკითხზე ცნობიერების ამაღლების საჭიროება სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს World Vision საქართველო, რომელიც 2022 წლიდან ახორციელებს პროექტს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების გზით“ , რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და გენდერული ძალადობის პრევენციას საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების გზით. პროექტი ხორციელდება საქართველოს სამ სამიზნე რეგიონში: სამცხე-ჯავახეთი , იმერეთი, კახეთი.