მინდობით აღზრდა ოჯახურ გარემოში ბავშვზე ზრუნვის საუკეთესო ფორმაა. მინდობით აღზრდა სახელმწიფო ზრუნვის ფორმაა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან. მინდობით აღზრდის მიზანია მინდობით აღსაზრდელის მოვლა და აღზრდა განხორციელდეს ოჯახურ გარემოში. მინდობით აღზრდა ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მინდობით აღმზრდელი სახელმწიფოსგან იღებს ფულად სოციალურ დახმარებას, რომელიც მიეცემა მინდობით აღსაზრდელის მოვლისა და აღზრდისათვის. მინდობით აღმზრდელს ბავშვის აღზრდა ეთვლება შრომით სტაჟში.
{{reset.message}}