ჩვენი საგანმანათლებლო - განმავითარებელ ცენტრი Happy Space ყოველდღიურად ეხმარება უკრაინელ ბავშვებს და მათ ოჯახებს, და ცდილობს მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ ათასობით ოჯახს ვუდგავართ გვერდში, ვეხმარებით ახალ გარემოში ადაპტაციაში, ენობრივ და კულტურულ ბარიერებთან გამკლავებაში და იმედის ხელახლა პოვნაში. დღემდე, 6,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა Happy Space-ის მრავალფეროვანი სერვისებითა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერით. ცენტრი ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში, უკრაინის კრიზისის პროგრამის ფარგლებში, World Vision International-ისა და Aktion Deutschland Hilft (ADH) -ის ფინანსური მხარდაჭერით.
{{reset.message}}