ევროკავშირის მხარდაჭერით, World Vision საქართველომ შექმნა 10 SKYE კლუბი (ცოდნისა და უნარების კლუბი ახალგაზრდების გაძლიერებისთვის), რომელიც 300-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ჩვენი SKYE კლუბების ლიდერები განსაკუთრებული თავდადებით და მოტივაციით ცდილობენ პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ საკუთარ თემებში! ისინი აქტიურად ჩაერთნენ სწავლების ინტენსიურ პროცესში და შეისწავლეს მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა სოციალური მეწარმეობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ტოლერანტობა. მათ განივითარეს ისეთი უნარები, რომლებიც არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ მომავალ კარიერაში გამოადგებათ. ინტერაქტიული სესიებით, გუნდური მუშაობითა და მეგობრული ატმოსფეროთი, SKYE კლუბები იქცა ადგილად, სადაც მიღებული ცოდნას ხელშესახებ შედეგებამდე მიყავხარ. განსაკუთრებულად საამაყოა, რომ ჩვენი SKYE კლუბები აძლეიერებენ ადგილობრივ თემს, რომელიც მომავალი ლიდერების და ცვლილებების შემომტანი ახალგაზრდა ადამიანებისგან შედგება! SKYENET - "ცოდნისა და უნარების გაძლიერების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის“ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს აძლევს ახალ შესაძლებლობებს; სძენს ცოდნას, ღირებულ გამოცდილებას და ასევე აკავშირებს სხვა ქვეყნის თანატოლებთან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Youth პროგრამის ფარგლებში და რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდება World Vision საქართველოს, World Vision სომხეთის, MilleniuM ტრენინგის და განვითარების ინსტიტუტისა (მოლდოვა) და IRIS ბიზნეს ინკუბატორის (სომხეთი) მიერ.
{{reset.message}}