მინდობით აღზრდა - რეკომენდაციები

გახდი მინდობით აღმზრდელი, გაუზიარე ოჯახური სითბო ბავშვს.
მინდობით აღზრდა სახელმწიფო ზრუნვის ფორმაა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან. ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია ბავშვი იზრდებოდეს ბიოლოგიურ ოჯახში.თუ გაქვთ სურვილი გაუზიაროთ ოჯახური გარემო მზრუნველობამოკლებულ ბავშვს, გახდით მინდობით აღმზრდელი. ამისთვის საჭიროა:

  • ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველმა პირმა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს  თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
  • შემდეგ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს სოციალური მუშაკის მიერ ხდება მინდობით აღზრდის მსურველი პირის შეფასება
  • მინდობით აღზრდის მსურველმა პირმა უნდა გაიაროს სავალდებულო სატრენინგო პროგრამა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცების მიზნით.

მინდობით აღმზრდელის უფლება-მოვალეობების და შესაბამისი პროცედურების შესახებ დეტალურ ინფორმციას გაეცანით ანიმაციურ ვიდეოში.