ევროკავშირის მხარდაჭერით, World Vision საქართველომ დაიწყო ახალ მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მწვანე და სუფთა ენერგიის ბიზნეს პრაქტიკების დანერგვას საქართველოში გარემოს მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის.
პროექტის “მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში” ოფიციალური გახსნა 7 ოქტომბერს გაიმართა, სადაც შედგა პროექტის პრეზენტაცია და სოფლის მეურნეობაში და სამშენებლო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების განხილვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად, რაც გამოწვეულია ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო სექტორებში რესურსების არამდგრადი გამოყენების შედეგად, პროექტის ფარგლებში სამი ძირითადი ამოცანა უნდა შესრულდეს:
პროექტი ხორციელდება ერთობლივად World Vision ავსტრიის, World Vision საქართველოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა (GFA) და ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოს (EECG) ურთიერთთანამშრომლობით. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ და მოიცავს 4 რეგიონს: იმერეთი, კახეთი, აჭარა (ბათუმი) და თბილისი.
{{reset.message}}