World Vision საქართველოს მხარდაჭერით ბათუმის სკოლაში უკრაინული წიგნების კუთხე გაიხსნა
28 თებერვალი

World Vision საქართველოს გუნდმა უკრაინის კრიზისზე რეაგირების პროგრამის ფარგლებში ბათუმის მე-20 საჯარო სკოლას გადასცა წიგნები უკრაინულ ენაზე. პროექტის ფარგლებში, კიევიდან სულ 300 სხვადასხვა სახის წიგნის ჩამოტანა მოხერხდა ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ცენტრალურ საბავშვო ბიბლიოთეკასთან და უკრაინულ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან “Country of Library” მჭიდრო თანამშრომლობით. 

უკრაინული წიგნების კუთხის გახსნას დიდხანს ელოდებოდნენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვები და მათი მშობლები. World Vision საქართველომ ასევე უზრუნველყო ბიბლიოთეკის საჭირო ინვენტარითა და ავეჯით მოწყობა, რათა წიგნების კითხვის გარდა, სივრცეში ბავშვებმა შეძლონ შეკრება და სოციალიზაცია, გაკვეთილების შემდეგ. 

World Vision საქართველო პირველი დღიდან უწყვეტად ახორციელებს ომის შედეგად დევნილი უკრაინელების მხარდამჭერ აქტივობებს საქართველოში Aktion Deutschland Hilft (ADH)-ის ფინანსური დახმარებით.