უკრაინის კრიზისის ფარგლებში World Vision-ის 100 დღიანი რეაგირების ანგარიში
29 ივნისი

World Vision-ის უკრაინის კრიზისზე რეაგირების პირველი 100 დღის განმავლობაში, მოლდოვასა და უკრაინაში შეიქმნა ოფისები და შემუშავდა შესაბამისი პროგრამები. ამ ოფისების მთავარ მიზანს წარმოადგენს ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი ქვეყნების მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება რუმინეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში. რეაგირების ფარგლებში, ჩვენ სწრაფად გავაფართოვეთ პროგრამები აუცილებელი დახმარების მიწოდების მიზნით ჩერნევიცში, უკრაინაში; მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში, შევქმენით სპეციალური გუნდი მოლდოვას მასპინძელ თემებში ფულადი დახმარებების დასარიგებლად; ბავშვებისთვის შევქმენით უსაფრთხო სასწავლო და განმავითარებელი გარემო საქართველოსა და რუმინეთში.
 
აღსანიშნავია, რომ World Vision-ის მიერ განხორციელებული რეაგირების ღონისძიებები დიდწილად წარმატებული პარტნიორული ურთიერთობების შედეგია. ჩვენ ვამაყობთ ყველა ჩვენი პარტნიორით რუმინეთის სოციალური მუშაკების კოალიციებიდან დაწყებული, უკრაინის მსხვილი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებით დასრულებული. დღემდე, ჩვენ ვთანამშრომლობთ 24 ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან უკრაინაში, რუმინეთსა და მოლდოვაში, 13 სამთავრობო ინსტიტუტთან და 10 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან. 
 
კრიზისის არაპროგნოზირებადი განვითარების გამო, გასული 100 დღის განმავლობაში, ხშირად ყოველდღიურად გვიწევდა გარემოსთან ადაპტირება და რეაგირების მასშტაბების გაზრდა მილიონობით ადამიანის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობა, ინფრასტრუქტურული ზარალი და ადამიანების მიმართ მიყენებული ზიანი არის ის, რისი მოწმეც ადრეც ვყოფილვართ კონფლიქტური სიტუაციების დროს.
 
 ჩვენ ვიცით, რომ გრძელვადიანი და კომპლექსური საჭიროებები მომავალშიც მოითხოვს ჩვენი მხრიდან აქტიურ ჩართულობას და მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს მშვიდობისკენ და ვიმედოვნებთ, რომ დიპლომატიური გადაწყვეტილებები მოიძებნება მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის შესაჩერებლად. ბავშვები იმსახურებენ მშვიდ და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას, რომელშიც ჩვენი წვლილი უმნიშვნელოვანესია.
 
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით World Vision-ის მიერ შემუშავებულ ანგარიშს 100 დღიანი რეაგირების შესახებ.