სასწავლო პროცესის ტრანსფორმაცია ტექნოლოგიების გამოყენებით - პრაქტიკული გზამკვლევი სკოლებისათვის
04 აპრილი

დღეს, World Vision საქართველომ გამართა ონლაინ პრეზენტაცია „სასწავლო პროცესის ტრანსფორმაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. 

გზამკვლევი პირველი ქართულენოვანი წიგნია ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში ე.წ. საგანგებო დაშორებული სწავლებისას გამოიყენება, არამედ შეუძლია გაცილებით მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევა გრძელვადიან პერსპექტივაში სწავლა-სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და შესაბამისი მეთოდებით გასამდიდრებლად.

გზამკვლევის შექმნის იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც პარტნიორი სკოლების მასწავლებლებმა, კომპეტენციების განვითარების მიზნით გაიარეს ტრენინგკურსი დისტანციური სწავლების მეთოდებისა და მიდგომების შესახებ. 

სატრენინგო მასალების მოცულობამ და მიღებული გამოხმაურების შინაარსმა მოგვცა შესაძლებლობა ეს გამოცდილება და რესურსები გზამკვლევად გვექცია და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლებით დაინტერესებული უფრო ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

შედეგად, თბილისის ურბანული განვითარების პროგრამის ფარგლებში შემუშავდა მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც მიმართულია მასწავლებლების ტექნოლოგიური უნარების განვითარების, სკოლების გაძლიერებისა და საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობისკენ. 

გზამკვლევის შექმნაზე მუშაობდნენ:

  • ნათია მჟავანაძე - პროექტის იდეის ავტორი, World Vision საქართველოს თბილისის ურბანული პროგრამის მენეჯერი.
  • ვარდენ ნიქაბაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და განათლების სკოლის მოწვეული ლექტორი, ფარცხანაყანევის #2 საჯარო სკოლის დირექტორი
  • მაკა ერაძე - ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლების დოქტორი, ამჟამად განათლების მეცნიერებების ასისტენტ პროფესორი ფოჯას უნივერსიტეტში.

აღნიშნული გზამკვლევების ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია World Vision საქართველოს ვებგვერდზე:

პრაქტიკული გზამკვლევი სკოლებისათვის