World Vision საქართველოს განცხადება ნინოწმინდაში განვითარებული მოვლენების შესახებ
04 ივნისი

World Vision საქართველო ეხმაურება ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მხარს უჭერს აღნიშნულ დაწესებულებაში გამჭვირვალე პროცესების განვითარებას და ბავშვთა უფლებების სავარაუდო დარღვევებზე სათანადო რეაგირების განხორციელებას უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან.

World Vision საქართველო გამოხატავს მზაობას ნინოწმინდის პანსიონის ტრანზიციის და იქ მცხოვრები ბავშვების დაცვის მიზნით, ხელი შეუწყოს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსა და საპატრიარქოს სოციალური დეპარტამენტის თანამშრომლებს, უზრუნველყონ ბავშვების ინტერესებზე მორგებული ინდივიდუალური ზრუნვის ფორმის განსაზღვრა და განთავსება.  

World Vision საქართველო აქტიურად მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებთან და საქართველოს საპატრიარქოსთან დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რის ფარგლებიც გათვალისწინებულია დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების ჩანაცვლება ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის ალეტერნატიული ფორმებით.


ჩვენი ორგანიზაციისა და მისი პარტნიორების მიერ ჩატარებულ  კვლევაზე დაყრდნობით, რომელმაც შეისწავლა დიდი ზომის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რეკომენდაციებსა და დეტალურ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული მხარეებისთვის.